ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
6 თებერვალი, 2021


Иосиф Бродский - Точка всегда обозримей в конце прямой

იოსებ  ბროდსკი - წრფის ბოლოს მუდამ თვალსაჩინოდ მოჩანს წერტილი

წრფის ბოლოს მუდამ თვალსაჩინოდ მოჩანს წერტილი,
ქუთუთო სივრცეს იჭერს, როგორც  ლაყუჩი - ჟანგბადს
და ყველა სიტყვა წარმოთქმული, ამოხეთქილი,
„უფალო ჩემოს“ გარდა, მოჰგავს აბრაკადაბრას.

ჩიკორის ბრუნვა, მისი გვერდზე გადაბრუნებით
ალჩუს ნიშანი, დრეიდლში რომ წესით შემოდის
და კუთხეები დაქსელილი აბლაბუდებით,
რაც სახლის ოთახს მიანიჭებს იერს ჩემოდნის.

გზაა არსაით. ვერ გავარჩევ აწი უგბილი
ოქროპირისგან, იერსახეს ბოგანო გლახის; 
ისე წიკწიკებს მაღვიძარა ბედით დუმილში,
თითქოს ათ წუთში აფეთქდება ნამდვილად სახლი.

6 თებერვალი, 2021 წ.

დრეიდლი - რელიგიური დანიშნულების ბზრიალა ებრაელებში

იხ. https://ru.wikipedia.org/wiki/Дрейдл

золоторотец - 1. Босяк, оборванец. 2. Употребляется как порицающее или бранное слово.



Иосиф Бродский - Точка всегда обозримей в конце прямой


Точка всегда обозримей в конце прямой.
Веко хватает пространство, как воздух - жабра.
Изо рта, сказавшего все, кроме "Боже мой",
вырывается с шумом абракадабра.

Вычитанье, начавшееся с юлы
и т. п., подбирается к внешним данным;
паутиной окованные углы
придают сходство комнате с чемоданом.

Дальше ехать некуда. Дальше не
отличить златоуста от златоротца.
И будильник так тикает в тишине,
точно дом через десять минут взорвется.

1982

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები