3. ,,ზოგჯერ ერთადერთი რაც შეგვიძლია ისაა, რომ საწოლში ვიწვეთ, თვალები დავხუჭოთ და იმედი ვიქონიოთ რომ მანამდე მოვასწრებთ დაძინებას, სანამ მძიმე ფიქრები გვეწვევა“.
ჯემალ ქარჩხაძე
.............................................................................................................................
მე მაწუხებს ეგ... მძიმე ფიქრები მაწვება გულზე საწოლში, ნოსტალგია მაწვება გულზე ლოდივით. განსაკუთრებით მას შემდეგ დამეწყო ცრემლშეუშრობელს, რაც დედა გარდამეცვალა. ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:
მითხარ: რამე სანუგეშო...
ვწევარ... ვმარცვლავ კრიალოსანს, თვალებში კი მიდგას სევდა, ვით ბუნების ფშაველ მგოსანს, ისე მენატრება დედა.
არ მიშრება თვალში ცრემლი, მითხარ: რამე სანუგეშო, მაგრამ ვეჭვობ: თავი ჩემი რაიმეთი ანუგეშო.
ატირდები, - შენც რომ მნახო ასე ცრემლშეუშრობელი, მინდა მყავდე გულთან ახლოს და მწყალობდეს ღვთისმშობელი.
ასეთია ბედისწერა, აგატირებს, - რომც არ გსურდეს... და ჯიბეში სევდის მწერალს ძვირფას მშობლის ფოტო უდევს.
ისევ ვმარცვლავ კრიალოსანს, დამემართოს ლამის ბნედა, ვით ბუნების ფშაველ მგოსანს, ისე მენატრება დედა.
ვიდრე მიწას ჩავბარდები, მითხარ: რამე სანუგეშო... იქნებ ერთხელ თავი ჩემი რაიმეთი ანუგეშო.
ოთარ რურუა
,,ზოგჯერ ერთადერთი რაც შეგვიძლია ისაა, რომ საწოლში ვიწვეთ, თვალები დავხუჭოთ და იმედი ვიქონიოთ რომ მანამდე მოვასწრებთ დაძინებას, სანამ მძიმე ფიქრები გვეწვევა“.
ჯემალ ქარჩხაძე
.............................................................................................................................
მე მაწუხებს ეგ... მძიმე ფიქრები მაწვება გულზე საწოლში, ნოსტალგია მაწვება გულზე ლოდივით. განსაკუთრებით მას შემდეგ დამეწყო ცრემლშეუშრობელს, რაც დედა გარდამეცვალა. ჩემი ეს ლექსი სწორედ ამის დადასტურებაა:
მითხარ: რამე სანუგეშო...
ვწევარ... ვმარცვლავ კრიალოსანს, თვალებში კი მიდგას სევდა, ვით ბუნების ფშაველ მგოსანს, ისე მენატრება დედა.
არ მიშრება თვალში ცრემლი, მითხარ: რამე სანუგეშო, მაგრამ ვეჭვობ: თავი ჩემი რაიმეთი ანუგეშო.
ატირდები, - შენც რომ მნახო ასე ცრემლშეუშრობელი, მინდა მყავდე გულთან ახლოს და მწყალობდეს ღვთისმშობელი.
ასეთია ბედისწერა, აგატირებს, - რომც არ გსურდეს... და ჯიბეში სევდის მწერალს ძვირფას მშობლის ფოტო უდევს.
ისევ ვმარცვლავ კრიალოსანს, დამემართოს ლამის ბნედა, ვით ბუნების ფშაველ მგოსანს, ისე მენატრება დედა.
ვიდრე მიწას ჩავბარდები, მითხარ: რამე სანუგეშო... იქნებ ერთხელ თავი ჩემი რაიმეთი ანუგეშო.
ოთარ რურუა
1. :))+მომეწონა :))+მომეწონა
|