ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2021


* * *

ადამიანი მაშინ იქნება ბედნიერი და თავისუფალი,
როდესაც შეძლებს განიცადოს ის სიხარული,
რასაც განიცდის პატარა ბეღურა
მზის პირველი სხივების გამოჩენისას. . .
სამყაროს ზეიმი ისმის ამ პატარა ჩიტის ჟივჟივში. . .


                            *  *  *
რად მაფიქრებს და მაოცებს ბოშათა ბანაკის დანახვა?
ბოშაა ჩვენი სულიც, ჩემი, შენი, მისი. . .
ეძიებენ ადგილს დასაბანაკებლად
და ებრძვიან მტრულ გარემოს. . .
და ქურდობენ, სულ ცდილობენ იქურდონ,
ცხოვრებას მოპარონ ბედნიერი წუთები. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები