 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 23 აპრილი, 2021 |
კარის შეღება მიყვარს, სივრცე რომ სუნთქავს ჩემით, კედლის თვალები ხსნილი მტვრის დაპურების ხილვით. აქ მეპუდრება კირქვა, მასზე აკრული თელა, კარ-ფანჯარაზე ლურსმნის არდაბადება ჯერაც. იატაკისა ჭრილი, სხვენის ნაჟონი სევდა, აქ ყველა ნივთი მთების, მდელოებისა ღელვა. საწოლი- თივის სუნი, ფარდები- უხვი მკისა, ჩამობულულდა თაღჩა, წიგნდათაფლული მტვრისა. საკიდი სიშიშვლისა, დაყოვნებულად ცმული მანჟეტი გაუხსნელი, ქურთუკი საბნის ზნისა. სვიტერი თაგვის ძენძი, ცისფერი პომიდვრები, ნელსაცხი ცხვირსაჭმუნვით გარდერობს დამირბევდი. დივანი ხაკისფერი ჭაობხავსების მდელო, ზედ გლუვი მელნისფერი სიცარიელე მეწყო. ავწიე გადავთვალე, გავუყავ ყველა ძველ დოქს, სარეცხის თოკებს ვფენდი, მასზე სარეცხი ცელქობს. ჩავხურე ეს კედები, ფეხისგულს ყავლი მჭევრობს. ავავსე კალმის წყალი, თავზე დავისხი გემო, იმ კარის გახსნა მიყვარს, სად სხვის შვილებსაც ვჩემობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვანანო, რაკი გულწრფელი აზრი გაინტერესებთ, ვეცდები ჩამოვაყალიბო. ეს ლექსი დიდად სჯობს წინანდელს, თქვენი ინდივიდუალური ხმა ისმის, მაგრამ ხმა - ჩამოუყალიბებელია. მუშაობა უნდა ჯერ. ლექსში დახვავებულია გამართული და გაუმართავი სახეები. ლექსში სახეთა დახვავება , რასაკვირველია, არავის აუკრძალავს, მაგრამ როცა ასეთ ესთეტიკას მიმართავს ავტორი, კომპოზიციურად ფინალი აღარ უნდა გაექცეს ხელიდან. თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის სხვისი შვილების დაჩემება შეიძლება მნიშვნელოვან პირად გამოცდილებასაც უკავშირდებოდეს, მკითხველისთვის კი იგივენაირად დეკოდირება ვერ მოხდება. მე მაგალითად გავიფიქრე, სხვისი შვილების თემის შემოტანა აქ “ უმად” რა შუაშია” მეთქი. არ გამოვრიცხავ, რომ აქ გაცილებით მაღალი გემოვნების, განათლების, მხატვრული ალღოს და აშ. მქონე მკითხველებიც არიან, ვიდრე მე ვარ და მათ ეს ძალიანაც მოეწონოთ. ჩემი დონე ამაზე მეტად ვერ სწვდება თქვენს ლექსს. ვანანო, რაკი გულწრფელი აზრი გაინტერესებთ, ვეცდები ჩამოვაყალიბო. ეს ლექსი დიდად სჯობს წინანდელს, თქვენი ინდივიდუალური ხმა ისმის, მაგრამ ხმა - ჩამოუყალიბებელია. მუშაობა უნდა ჯერ. ლექსში დახვავებულია გამართული და გაუმართავი სახეები. ლექსში სახეთა დახვავება , რასაკვირველია, არავის აუკრძალავს, მაგრამ როცა ასეთ ესთეტიკას მიმართავს ავტორი, კომპოზიციურად ფინალი აღარ უნდა გაექცეს ხელიდან. თქვენთვის, როგორც ადამიანისთვის სხვისი შვილების დაჩემება შეიძლება მნიშვნელოვან პირად გამოცდილებასაც უკავშირდებოდეს, მკითხველისთვის კი იგივენაირად დეკოდირება ვერ მოხდება. მე მაგალითად გავიფიქრე, სხვისი შვილების თემის შემოტანა აქ “ უმად” რა შუაშია” მეთქი. არ გამოვრიცხავ, რომ აქ გაცილებით მაღალი გემოვნების, განათლების, მხატვრული ალღოს და აშ. მქონე მკითხველებიც არიან, ვიდრე მე ვარ და მათ ეს ძალიანაც მოეწონოთ. ჩემი დონე ამაზე მეტად ვერ სწვდება თქვენს ლექსს.
7. ამ ლექსზე რას იტყვით ქალბატონო ნინო, რუთმიანია, არც აქ ჩანს ჩემი შემოქმედების ნაყიფი? რომელს მივდიი, რას მურჩევთ, აქაც თუ არა, სად ჩანს ყველაზე მეტად ჩემი ინდუვიდუალური ხედვა, რომელ ლექსში? :) მადლობა კიდევ და კიდევ :) ამ ლექსზე რას იტყვით ქალბატონო ნინო, რუთმიანია, არც აქ ჩანს ჩემი შემოქმედების ნაყიფი? რომელს მივდიი, რას მურჩევთ, აქაც თუ არა, სად ჩანს ყველაზე მეტად ჩემი ინდუვიდუალური ხედვა, რომელ ლექსში? :) მადლობა კიდევ და კიდევ :)
6. მადლობა მუხაა!! :))) მადლობა მუხაა!! :)))
5. ძალიან მომეწონა!
იმ კარის გახსნა მიყვარს, სად სხვის შვილებსაც ვჩემობ. ძალიან მომეწონა!
იმ კარის გახსნა მიყვარს, სად სხვის შვილებსაც ვჩემობ.
4. უი, ზარქუა,ახლა მივხვდი, კრავაის კითხეთ პეტეფიო? :))) უი, ზარქუა,ახლა მივხვდი, კრავაის კითხეთ პეტეფიო? :)))
3. შეკითხვა ვერ გავიგე; ან ასე გიპასუხებთ, არა,- ანანო მირიანაშვილი ;)) :))) შეკითხვა ვერ გავიგე; ან ასე გიპასუხებთ, არა,- ანანო მირიანაშვილი ;)) :)))
2. შანდორ პეტეფი? შანდორ პეტეფი?
1. რაღაც, მსგავსი განწყობილება გამახსენდა და ვიცანი. რაღაც, მსგავსი განწყობილება გამახსენდა და ვიცანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|