| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თითქმის ყოველდღე გაცილებდი ისნის მეტრომდე, მახსოვს ყოველი მისალმება, ყოველი კოცნა და შენი სახლის მისამართი-თელავის 20, იქვე, ჭიშკართან, ფერგასული, ძველი კიოსკი, მსახიობების პოსტერებით: გირი, კიუსაკი, გაგეცინება, რად ვიხსომებ ასეთ წვრილმანებს, კუბრიკსაც ერთად არ ვუყურეთ? კრუზი, კიდმანი; მეც, რა ხანია, რომ თვალები ფართოდ დავხუჭე, საკანში ასგზის შევიწროვდა ჩემი ნაჭუჭი, საკანში ასგზის შევიწროვდა ჩემი ფართობი, აქ პოსტერები, რა თქმა უნდა, ვერ გამართობენ, ნარიყალაზე ავდიოდით მთელი აგვისტო, წყალს წაუღია ოსკარი და ოქროს პალმის რტო, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თითქმის ყოველდღე გაცილებდი ისნის მეტრომდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან ლამაზია გერტრუდას წერილები, ყველა რაც წავიკითხე :) ძალიან ლამაზია გერტრუდას წერილები, ყველა რაც წავიკითხე :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|