თედორე ტიუტჩევი - Silentium*
ნურაფერს იტყვი, არ გათქვას ენამ შენი გრძნობები და აღმაფრენა, - სულის სიღრმეში აღიძრან მხოლოდ, მის უფსკრულებში ჩასვენდნენ ბოლოს ჩუმად, ღამეში ვარსკვლავთა დარად - დატკბი, გაყუჩდი, კრინტი არ დაძრა!
კარგია, თუკი განდობას უფრთხი, გაიზიარებს სხვა შენს დარდს, წუხილს? სწორად გაიგებს გამხელილ ზრახვას? ნათქვამი ფიქრი იქცევა ჩმახვად; წყაროს აამღვრევ როყიო სიტყვით, მხოლოდ იხმიე - არ დაძრა კრინტი!
საკუთარ თავთან მწირივით დარჩი, სულში ეძიე სამყაროს არსი იდუმალი და მისნური აზრით; თორემ აყრუებს გნიასი ზარიფს, ფანტავს მზის სხივი შერყვნილს და ნაძრახს, - ყური დაუგდე - კრინტი არ დაძრა!..
24 ივნისი, 2021 წ.
* Silentium - მდუმარება (ლათ.)
Ф. И. Тютчев - Silentium!
Молчи, скрывайся и таи И чувства и мечты свои – Пускай в душевной глубине Встают и заходят оне Безмолвно, как звезды в ночи, – Любуйся ими – и молчи.
Как сердцу высказать себя? Другому как понять тебя? Поймет ли он, чем ты живешь? Мысль изреченная есть ложь. Взрывая, возмутишь ключи, – Питайся ими – и молчи.
Лишь жить в себе самом умей – Есть целый мир в душе твоей Таинственно-волшебных дум; Их оглушит наружный шум, Дневные разгонят лучи, – Внимай их пенью – и молчи!..
1829-30
Silentium - Молчание (лат.)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|