| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 24 ივნისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, ვერც ეპისტოლე დაგიწერე, ვერც აპოკრიფი, ჩვენში იმდენგზის შეიცვალა ცა და ტაროსი, ხანდახან ვფიქრობ, როდრიგო ხარ თუ ტანტალოსი? ხანდახან ვფიქრობ, ტანტალოსი ხარ თუ სიზიფე? ხანდახან ვფიქრობ, ღმერთმა უწყის ყველა სიგიჟე, ხანდახან ვფიქრობ, უსაზღვროა ჩვენი სქოლიო წერილთა მიღმა, როგორც მზეთა მელანქოლია, ჩამავალ მზეთა, იძახოდა ასე ვერლენი, ვერლენს კი, მაგრამ, შენს წერილებს ვერ შეველევი, ვერ შეველევი უძილობას, შენი ლოდინი, ხანდახან არის უსუსური, ვით ლოკოკინა და ისე მზაფრავს მოლოდინში ჩემი სიმყიფე, წყალს წაუღია ლოდები და დარჩეს სიზიფე, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო, ვერც ეპისტოლე დაგიწერე, ვერც აპოკრიფი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|