ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
25 ივლისი, 2021


Ф. И. Тютчев - Декабрьское утро

თედორე ტიუტჩევი - დეკემბრის დილა

კამკამებს მთვარე შუქმოიეფე,
შეჰხარის ღამის ჩრდილში ათინათს,
ვერ ხვდება, მალე ვეღარ იმეფებს,
ძილი გაუკრთა რადგან განთიადს. 

სხივი სხივს ებმის ბნელში ნამალი -
ცას რომ რიჟრაჟის შუქი დაჰფინოს,
მაგრამ არ უთმობს ჯერაც ცარგვალი
ღამის ზეიმში ადგილს დაფიონს.

ორიოდ წუთში გააბატონებს
თუმც ღამის ნაცვლად დილას ცისკარი,
აელვარდება ცის კაბადონზე
დიდებულებით დღე პირმცინარი...

25 ივლისი, 2021 წ.



Ф. И. Тютчев  - Декабрьское утро

На небе месяц - и ночная
Еще не тронулася тень,
Царит себе, не сознавая,
Что вот уж встрепенулся день, -

Что хоть лениво и несмело
Луч возникает за лучом.
А небо так еще всецело
Ночным сияет торжеством.

Но не пройдет двух-трех мгновений,
Ночь испарится над землей,
И в полном блеске проявлений
Вдруг нас охватит мир дневной...

Декабрь 1859





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები