 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 15 აგვისტო, 2021 |
ჯერ ფანჯრიდან გადახედვის მეშინოდა, თითქოს რაღაც გამოუსწორებელი ჩავიდინე...
უიმედობის და ვერგაძლების ფინალური აკორდის გამო მრცხვენოდა. მრცხვენოდა მათი ვისაც ვუყვარდი, იმ ტკივილის გამო , რაც მივაყენე. ვისაც არ ვუყვარდი მათიც, - სიტყვა „სულელი“ რომ ამოვგლიჯე უკმეხობიდან.
მერე გავბედე, გადავიხედე და დავარკვირდი იმ ადგილს, სადაც დავეცი. კიბის ექვსივე საფეხური აქამდე შეუმჩნევლად, ახლა კი ჩემთვის მტკივნეულად, სინამდვილეში ჩვეული გულგრილობით იდო თავისთვის. დაძველებული, ნესტიანი, მწკლარტე. ისეთივე უსახური, როგორიც ყოფა, მიგდებულ-აბალახებული. ან როგორ ვერ ვამჩნევდი აქამდე? მიკვირს...
ახლა მუდამ იქით გამირბის თვალი. თითქმის ვშიშობ საკუთარ სხეულს არ გადავეყარო პირიქითა სინამდვილიდან.
ნეკნებში მჭვალავს, გვერდები მტკივა. ვითომ თავი გადაურჩებოდა გახეთქვას? რატომღაც საეჭვოდ არ ვიტკიებ თავს. სართული მეცხრე... მივხვდი, ან რა მიხვედრა უნდა?! - თავი მანამდე არ მქონდა სანამ გადავხტებოდი. ლოგიკურია დაცემისას ტკივილი მხოლოდ ნეკნებს ეგრძნოთ, ეგრძნოთ ექვსივე ...
ღმერთო ჩემო, წარმოსახვაც არ მივარგა, მაგრამ მყოფნის ამ კიბის დანახვისას ყოველ ჯერზე მაკანკალებდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|