| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, ბედმა ათასგზის დამცინა და ასგზის მიმუხთლა, არამცთუ ყეფის ეშინოდა ჩემს ბედს-ძაღლისა, კუდის ქიცინსაც გაურბოდა, ვერც მე გავრისკე, ამაყად მევლო მაწანწალა ძაღლთა წინაშე, ივლისის ხვატში ან პირიქით, მარტის წვიმაში, ვერ გავასაღე ამ ხროვაში თავი-ლუხუმად, ბედს სიტკბო არ აქვს შაქარლამის, რახათ-ლუხუმის, მას უფრო მწარე გემო დაჰკრავს, კაკლის წენგოსი, გზადაგზა ვნიღბე ჩემი ბედი, უცხოდ შევმოსე და ვინც უკუღმა მიცქეროდა, წაღმა შემხედა, ვინც არ იცოდა, გამომკითხა ჩემი სვე-ბედი, პალინდრომი და ესსეები ვეღარ მართობენ, წყალს წაუღია ჩემი ბედის უკუღმართობა, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, ბედმა ათასგზის დამცინა და ასგზის მიმუხთლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|