მატარებლის შუა ვაგონივით ჩაკიდულ ხრუშჩოვის პროექტის მისაღებ ოთახში ვიჯექი. ოთხმოცდაათიანი წლები იყო. როგორც კი თვითმფრინავის ხმა თვითმფრინავს დავუკავშირე, სკამიდან ჩამოვხტი, წინდების ამარა გავიქეცი შუშაბანდიან ოთახში, ძლივს გამთბარი მარცხენა ლოყა გაყინულ შუშას მივაბჯინე და მაღლა ავიხედე. თვითმფრინავს უკვე გადაეფრინა და ახლა წინაკორპუსელი ბავშვებიღა თუ შეძლებდნენ მის დალანდვას.
მატარებლის ვაგონები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სკამიდან ჩამოხტომა სკამიდან წამოხტომამ შეცვალა. არავის უსწავლებია, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ სიხარულის განცდა მინდოდა მომესწრო, უბრალოდ მისთვის ყოველთვის მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავი.
სიხარული ტრაგედია არ არის, უჩემოდაც რომ თავისი საქმე მოილიოს, კარის გაღების გარეშე მომეჭრას, თავი შემაგრძნობინოს. უკვე ბევრჯერ ამოვიცანი ჩემი სიხარული პირველივე ნოტიდან. მივუსწარი. შევიგრძენი. ახლაც ფანჯარასთან ვდგავარ.
მოპირდაპირე კორპუსიდანაც იყურება ჩემნაირი გოგონა სარკმლიდან. ორივე ლამაზ სანახაობას ვუყურებთ. სადარბაზოსთან შვლიშვილი ეგებება ბებოს. ბებოს ვაშლით სავსე კალათი უჭირავს, გზაში ერთიც არ ამოუკლია და მაინც ეჭვობს, საკმარისად თუ დარჩა შვილიშვილისთვის. ზოგი ალბათ იმასაც იფიქრებდა, ნეტავ თვითონ ბებიას თუ დარჩებაო. სწორი კითხვა კი მხოლოდ მოპირდაპირე კორპუსიდან ისმის. საკითხავი ისაა, თუ რამდენი დარჩათ ორივეს. ერთმანეთისთვის. დრო.
მე ვდგავარ. მზერა იმ მართალი გოგონასაკენ გადამაქვს. მას ვერაფერი გასტეხს, ვერაფერი დასცემს თავზარს. ისიც მიყურებს. არ ვიცი რას ფიქრობს. მაგრამ ვიცი, რომ ასე, ის ვერასდროს, ვერასდროს მიუსწრებს გადამფრენ თვითმფრინავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ^_^ მიხარია მიხარია მიხარია ^_^ ^_^ მიხარია მიხარია მიხარია ^_^
7. აი სკამიდან ჩამოხტომა რომ წამოხტომამ შეცვალა, მარტო მაგაში შემიძლია 5 ქულიანის სროლა (ჩემი რა მიდის). პატარა ლუკმაა, მარა გემრიელი იყო)) აი სკამიდან ჩამოხტომა რომ წამოხტომამ შეცვალა, მარტო მაგაში შემიძლია 5 ქულიანის სროლა (ჩემი რა მიდის). პატარა ლუკმაა, მარა გემრიელი იყო))
6. თოლია, როგორ გამახარე სტუმრობით <3 თან რა ზუსტი რამე თქვი, მართლაც კარპე დიემ! <3 თოლია, როგორ გამახარე სტუმრობით <3 თან რა ზუსტი რამე თქვი, მართლაც კარპე დიემ! <3
5. თოლია, როგორ გამახარე სტუმრობით <3 თან რა ზუსტი რამე თქვი, მართლაც კარპე დიემ! <3 თოლია, როგორ გამახარე სტუმრობით <3 თან რა ზუსტი რამე თქვი, მართლაც კარპე დიემ! <3
4. კარპე დიემ ! :)
მე სოფლის მინდვრებში მირბენია თვითმფრინავების დასანახავად, აგერ 2 კვირის წინაც კი :)
კარპე დიემ ! :)
მე სოფლის მინდვრებში მირბენია თვითმფრინავების დასანახავად, აგერ 2 კვირის წინაც კი :)
3. დიდზე დიდი მადლობა ირაკლი <3 დიდზე დიდი მადლობა ირაკლი <3
2. დიდზე დიდი მადლობა ირაკლი <3 დიდზე დიდი მადლობა ირაკლი <3
1. ანიკო, მაგარი გოგო ხარ. დაგლიჯა სიხარულის და ტრაგედიის შედარებამ, ოქრო ხარ! :* ანიკო, მაგარი გოგო ხარ. დაგლიჯა სიხარულის და ტრაგედიის შედარებამ, ოქრო ხარ! :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|