ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2021


ვლოცავ ერს - დიდგორმოგებულს

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა -
ყველასგან გამორჩეული,
ვინ ვარ? - გულშემატკივარი,
ლექსების წერას ჩვეული.

მადლობა შვილებს ერთგულებს,
ამაგი არ იკარგება,
გვფარავდეს კალთა ღვთისმშობლის,
გვწყალობდეს უფლის განგება.

ვლოცულობ საქართველოსთვის,
ვით ჭყონდიდელი ბერი და...
ვლოცავ ერს - დიდგორმოგებულს,
მისივე საწნახელიდან.

აი, ეს მსურდა მეთქვა და
ვთქვი კიდეც ლექსის პწკარებით,
ვიდრე ვარ, უფლის წყალობით
ღია მაქვს გულის კარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს