ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2021


❤

გაზაფხულდება... აი, ნახავ, გაზაფხულდება
რა გააჩერებს შემოდგომის ნისლებს მიწის ქვეშ?
გაზაფხულდება და თავიდან აკაკუნდება
ზამთრის შალს მიღმა მიმალული ხმები იცი შენ!
გაზაფხულდება
და მოგისწრებს მარტი კარამდე,
მარტი გიჟია, წაგილეკავს სულის ნოემბერს
და მაინც თუნდაც ცხრა მთას იქით დარდებს მალავდე
მიგიგნებს იცი?-დაგიფანტავს გრძნობად... მომენდე!
გაზაფხულდება... აბა როგორ? განა იანვარს
არ მობეზრდება სულ პატარძლის კაბის ტარება?
განა აპრილი მოუთმენელ ვნების ნიაღვარს
დიდხანს დაიტევს?- მოგაგებებს აშლილ ქარებად.
გაზაფხულდება... შეეცვლება თებერვალს ღელვა,
მაისის სუნთქვა შეერევა ფიქრებს
წვიმიანს,
გაზაფხულდება და იჭექებს სხვაგვარი ელვა,
და მერე ჩვენი ნაბიჯებიც ერთად ივლიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები