 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2021 |
არაფერი იწყება... იყო და არა, არა იყო რა, თუ იქნებოდა შველა ფიქრისთვის, ან დანარჩენიც ყველაში იყოს, თუ იქნებოდა შველა ტკივილში, ან მშველებოდა უმტკივნეულოდ. აღარაფერი იქნება კარგად ცუდად ყოფნები ყოველდღიური, აქ ყველაფერი იქნება ცუდად, კარგად ყოფნები მარადიული. სად ყველაფერი მთავრდება არსად, ან ყველაფერი დამთავრებამდე იყო, თოვლივით ცივად გაცვდა სიზმრები, ათიანებში დარდებმა მიმყო. ან ყოფილიყო შვება შრომაში, მთელი მომკილი რატომ გაიყო,- ფუჭი და ნაღდი, ნარდი და დამკა, ჭადრაკის პაიკს დედოფალში ვცვლი, არანაირი ჯაფა და დაღლა. ..იყო რა და რა, იყო და არა, თუ ყველაფერი მაინც დაიწყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ქეით, ძალიან დიდი მადლობა :)) ქეით, ძალიან დიდი მადლობა :))
3. რატომღაც რომ ამ ლექსისთვის გულგრილად ამეარა გვერდი :))) 5 ჩემგან რატომღაც რომ ამ ლექსისთვის გულგრილად ამეარა გვერდი :))) 5 ჩემგან
2. მადლობა, მუხა!! :)))))))) მადლობა, მუხა!! :))))))))
1. ჭადრაკიც გცოდნია, ჩვენო ფილოსოფოსო პოეტო! ჭადრაკიც გცოდნია, ჩვენო ფილოსოფოსო პოეტო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|