 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 10 დეკემბერი, 2021 |
დაბადებიდან ამ წუთამდე შენ დაგეძებდი და რა ვიცოდი პოვნა ასე რთული თუ იყო... მე არასოდეს დამკარგვიხარ და მაინც ბედი გდევდა... ცდილობდა ჩემს სიღრმეში ჩარეულიყო. მე მიბიძგებდა ყველა დრო და წლის ყველა რიცხვი მეფიქრა შენზე-ნანახზე ან... ან მთლად უცხოზე, რომ მერე ასე სულ არეულს ფიქრით და სიტყვით შეუსვენებლად მევლო უგზოდ გზებზე-უცნობზე. მე გავჩნდი ვიცი ბევრი მიზნით და მაინც ერთი, იქნებ მთავარიც არის შენში გადმოსახლება, ვგრძნობ, მყავს ამქვეყნად ჩემეული მე ჩემი ღმერთი შენს თავს რომ მჩუქნის ცხადად, უფრო წარმოსახვებად. წარმოსახვებად... ჰო, ცხადი ხომ სიზმარი არის- ღამე ნაღვენთი ოცნებების კვალი ბალიშზე, და ის რომ ყოველ ძილისპირზე მე მიტევს ქარი დილას კი ვნებებაწეწილი სევდა მაღვიძებს!.. და მკითხავს ვინმე შორეთიდან ერთ დღესაც ალბათ... ან რატომ ერთ დღეს?- მეკითხება უკვე მრავალიც: არ დაიღალე? დრო არ არის დასრულდეს მართლა, დიდი ხნის წინათ გათელილი გზა და სავალი? მე კი სნეული ისევ მტკიცედ შენს კვალს დავეძებ, გიჟ სიჯიუტეს აყოლილი კვლავ ვტკეპნი მიწას, ჰო... რთული არის, დაღლილობის გემო აქვთ ლექსებს და მაინც, ასე მირჩევნია, სტრიქონებს ვფიცავ! -------- დაბადებიდან ამ წუთამდე დაგეძებ მე შენ და გეძებ, ვიდრე არ გიპოვი, მე ამას შევძლებ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|