ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2022


საკუთარ თავს

მოიყვანე, ბიჭო, ცოლი, -
მთის შველივით მშვენიერი...
გაიხარე მასთან წოლით,
მსურს გიხილო ბედნიერი.

გადიწვინე მკლავზე ქალი,
ერთზე მეტი დადე ლელო,
მინდა გყავდეს ბევრი შვილი, -
ლამაზი და სასახელო.

სადიდგორე, საშამქორე,
ძენი დაგეტოვებინოს,
ეამაყოს ყველა დავითს,
თამარს, ლაშას, ცოტნეს, ნინოს.

შეისმინე, ჩემი, ოთარ,
ნუ ბერდები ასე მარტო,
მოიყვანე, ცოლი, მაგრამ
არასოდეს უღალატო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს