ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2022


გვიანი ლექსები

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,
არაფრისთვის დაგდგი მეო,
ხვალ რა უნდა მომიტანო,
ოცნებები განდევნეო.
გუშინ ათჯერ წამექეცი,
აუნთებელ შუქში ხეო,
შენსავით რომ სანთელს ინთებს,
ის პირუტყვი მაჩვენეო.
როგორ მძულდი, უფრო მეტად,
ახლა უნდა გადავდგეო
აღარასოდეს შევხვდები,
ახალი დღის ღამით, წლებსო
უპარტიოდ დავმბერდები,
მეზიზღება შობა-ზეო,
ტყუილიან ღიმილებით
გაგვიმარჯოს ჩაგიჯვეო!


***
უფრო მეტად მიყვარდა,
უფტო მეტად მწამდა,
კაცი რომელიც მოვიგე,
ქალი რომელიც მძაგდა.
ახლა აღარც ხარია,
დარჩა მხოლოდ ბარდა.
დამანჭული სახეებით,
ფრთაშესხმული ყინვებით,
მოდიოდნენ იანვრები
შეკივლების გამხელით,
უთოვლო და გაუცინარ
ტალახიან ჩექმებით.
გამითელეს სასაცილო
სუფრები და ხილვები
ტყვიები მაქვს თითის ძარღვში
ატოტვილი, უძვალო,
უნივთოა ყოველი დღე
ყველა ბრწყინავ საყურე
ეს კარები გაშავებულ
ლანძღვის ფერფლად ამკული,
ეს კედლები აჭრელებულ
შეშინებულ ძაღლივით,
წკმუის, დარბის, ამოიძევს
კუდს უკუდო ვეფხვივით,
ლოშნა-კოცნით, ტირილ-ჩხუბით
თავის თავს თუ დასტირის.
მე წავალ და გაგეღებათ,
დახურული ფანჯრები,
მე წავალ და გამდიდრდებით,
დაიბერტყეთ სიუხვით.
მე წავალ და გათენდება,
თქვენთვის მუდამ ბნელია,
სადაც წავა დაიხსომეთ,
თქვენთვის კარგის მდომია,
მხოლოდ ცუდი კელაპტრები
ვინც აანთო უიღბლოდ,
ვინ ილოცა და დაგლოცათ,
შემოვარდნილ მტევნითა,
ვინაც იგრძნო ამ ღაღადში,
ნაგვის ხვეტა ჯვარცმული,
ახლა დგახარ სველ ვარცლივით
ჯვარზე თავად გართხნული.
მე წავალ და დაიწყება
ყველაფერი თავიდან,
ვინმეს მოსვლას ველოდები
ადგილისთვის დავლოცავ.
აღარც გული აღარ გაქვთ,
აღარც საქმე შერგების
გულმუცელი შეაგებოთ,
როცა ვინმე ღრიალებს,
თქვენ არა გაქვთ მეფის გვარი,
ფრთაფარფატა მაქცია,
ეს ხედები და ბაღები
მტვრად რამ გადააქცია?!
თქვენ არა გაქვთ მეფის გული,
კატას მაინც ჰბაძავდეთ,
კატას რძით და მოფერებით
სახლში შეიტყუებდეთ,
კაციც შენ ხარ, ქალიც იყო,
რაღად გინდა მეფის შტო,
შთამომავალს რისთვის ელი,
შენ ხარ ბზეზე დიდი მთხლე,
დაიჭირე, მოიგონე,
დაიჯერე შენი დღე,
აღარავის აღარ უნდა
მაგინარი კატის რძე.
მზეც შენ იყავ,
უმთვარე შენს თავს,
სხვას რად სტანჯავ, დაინდე,
შენი ტანჯვა შენ გეკმაროს,
ხერხე, რეცხე, აშენე,
ეგეც თუკი, შენთვის გინდა,
სხვას რას ერჩი, მიჩვენე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები