ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2022


ნიკოლოზ წულუკიძეს

არ ვიცი რა ვთქვა, მუნჯდება ენა,
თუმც მდიდარი მაქვს სიტყვის მარაგი...
რომ მოგცეს ძალა, ამას ვთხოვ ზენას,
ცრემლით ირწყვება ჩვენი ალაგი.

უნდა იცოცხლო დიდხანს ღვთის ნებით,
ღმერთთან გაფრენილ შვილის სულისთვის...
ლოცვით გავფანტოთ შავი ნისლები
გულწრფელ მოყვასთა სიყვარულისთვის.

თუკი არსებობს ქვეყნად ნუგეში,
ეგ სტრიქონები ნუგეშად გქონდეს...
ვართ გაზრდილები მიწის უბეში,
რომ საქართველო გულით დაგვქონდეს.

არ მსურს იმქვეყნად ისე წავიდე,
ჩვენი ქვეყანა ვერ ვნახო მთელი...
მეამაყება კიდევ და კიდევ
ის, რომ ორთავეს გვქვია - ქართველი.

ოთარ რურუა

2022 წლის 30 მაისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს