მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2022
ერთგულება
ერთგულებისთვის მოვედი,
მძულს ორგულობა, ღალატი,
ერთგულებაა ამქვეყნად
დიდი ნიჭი და ტალანტი.
მკერდქვეშ რომ მიცემს უწყვეტად,
მთასავით სუფთა გულია...
იმას ერთგულობს მარტოდენ,
რაც მისთვის ღირებულია.
იმ ადამიანს აფასებს,
ვინც არის მართლა ერთგული...
ვისაც საკუთარ რწმენისთვის
თავი აქვს გადადებული.
მაშ, გაუმარჯოს ერთგულ ხალხს,
წმინდა გიორგი სწყალობდეს...
და მგალობელი ფრინველი
სასიამოვნოდ გალობდეს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
მაშ, გაუმარჯოს
ერთგულ ადამიანს
ოთარ რურუას, კარგ პოეტს, მომღერალს მოცეკვავეს და პატრიოტს.
მაშ, გაუმარჯოს
ერთგულ ადამიანს
ოთარ რურუას, კარგ პოეტს, მომღერალს მოცეკვავეს და პატრიოტს.
მუხა.
2022-06-30 20:36:05
მონაცემები არ არის
05.09.2026 03:59:33