უილიამ ბლეიკი - სიმწვანის ნახმევი
ამოდის მზე შუქმფინარი, ცა ეგებება მცინარი, მხიარულ წყობილ ზარებით გაზაფხულს ვეზიარებით; ტოროლები და შაშვები, ჩიტუნიები ჯაგვებში, თავდავიწყებით მღერიან ხალისის ზართა ჟღერისას; ისმის ბავშვების სიცილი, ცელქობენ ჟივილ-ხივილით.
მოხუცი ჯონი ჭაღარა, მოჩანს მახლობელ ბაღნართან, ერთად ყოფნაა სალბუნი ხანშიშესულთა თაბუნის, შემოგვცქერის და ხმამაღლა იხსენებს ძველ დროს ამალა: „ზუსტად ასეთი ბალღობა ჩვენც გვქონდა - ხტუნვა, ლაღობა, დროს ვატარებდით თანხლებით სიმწვანის ხმატკბილ ნახმევის“.
წყდება თამაში თავისით, დაღლილთ ერთმევათ ხალისი, დაბინდებულა საგრძნობლად, სრულდება ჩვენი გართობაც. მინებდებიან ბავშვები დედების კალთებს სავსებით, ვით მიაშურებს მრავალი ფრთოსანი ბუდეს მაშვრალი. როცა სრულიად შებინდდა, ვერვის ნახავდით ველ-მინდვრად.
21 აგვისტო, 2022 წ.
William Blake - The Echoing Green
The Sun does arise, And make happy the skies; The merry bells ring To welcome the Spring; The skylark and thrush, The birds of the bush, Sing louder around To the bells' cheerful sound, While our sports shall be seen On the Echoing Green.
Old John, with white hair, Does laugh away care, Sitting under the oak, Among the old folk. They laugh at our play, And soon they all say: 'Such, such were the joys When we all, girls and boys, In our youth time were seen On the Echoing Green.'
Till the little ones, weary, No more can be merry; The sun does descend, And our sports have an end. Round the laps of their mothers Many sisters and brothers, Like birds in their nest, Are ready for rest, And sport no more seen On the darkening Green.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|