ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2022


ღამე გათეულის ჰელოვინი

რა დაწერო, განა არ იცი?..
რომ დავთვალო, დარდის ხმა ვიცი..
განა სხვა ვარ, ქარის ზნე ვიცი..
ლამაზი ვარ, სხვისი დანახვა ვიცი..

.............................

მაპატიე, თუ არ შევჩერდი,
გადავაბიჯე გლოვას, ლპობას, კოტრიალს..
გადავიცვი ფორმა, დორიან გრეის პორტრეტზე
დიდი ფოტო მქონია..
გადავიტყავე ენა წყლადაც თურმე ქონია..
დავასკანერე, დავბეჭდე და დავასტეპლერე
კანჭებიან ჰელოვინის მონსტრად,
ვყოფილიყავი ის, რაც არავის მოსწონს
და უფლებას მაძლევს ვიამაყო ამით..
ჩავარეთრაივე, დავახარვეზე, ფერზე გავუშვი,
მივუშვი მხოლოდ კბილები, სანამ შემოივლიდა ზღვა
ნავში ჩავსხედით გოგრის ოხშივარის კანოეში..
ცუდი საბუთებით მოსული კაცები..
სეტყვა მოვაყოლე ხან მზესავით დავუთბე მზერა..
მიყვარს ოცნება და არა საოცნებო..
არ ვეღმერთები თავადვე არვის..
დიადია სიმინდის ფუჩეჩი,
ტაროს თმაა, თუმც გამოსადეგი.
გამოვდგებოდეთ ნეტავი ერხელ..
საოცნებოც არაფერი გვექნებოდა..
ოცნება ფუ-ჭია, ჭიაც არ ეტანება,
ფუჩეჩი კი ნადიმს უმართავს მატლებს მარცვლებში..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები