ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2022


* * *

გუშინდელია ხასიათი,
ამინდიც, ყოფაც-
გუშინდელი პურივით მშრალი.
ვიცი, და ვწუხვარ
პური ჩემი არსობისა
რომ ვერ მეყოფა,
რომ მირბის თვალი
მირაჟული ოცნების ტყისკენ,
სადაც ვერ ვიცნობ
დასაბრუნებლად  მონიშნულ ხეებს,
და ღამურებად იშრიალებს
ყველა ფოთოლი.
თუკი არ წახვალ- ადვილია.
დაჰხედავ ფეხებს-
ფრთხილებს, მორჩილებს,
თვალსვერგაყოლილს...
და მერე ისევ
გაქცეული ფიქრები... ლოცვა...
სულ გაილია  სულის ძირში
დანთებული სანთლის ფითილი.
გუშინდელია ხასიათიც,
ამინდიც, ყოფაც,
ოღონდ არ ბრუნავს
მხრებჩამოყრილი
ქარის წისქვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები