ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მელანქოლია_
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2022


გაჩერებები

კარს შევაღებ და
ჩვენს დივანზე არავინ არ წევს -
ასე იწყება, რაც მეგონა ადრე სიზმარი.

…

სადა ხარ ახლა,
ვის უყვები მოგონილ ამბებს,
წვერს რომ ისწორებ წყალს ვინ გისხამს დიდი ჭიქიდან?
ორად ვინ გიყოფს გულის ფორმის პატარა აბებს,
შენი ყურძნების სანახავად დღეს ვინ მივიდა?

…

შენს სათვალეში,
ვხედავ, უკვე ჩააქრეს შუქი,
ორი მინიდან შემომყურებს სიცარიელე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები