ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2009


გაღიმება

გაიღიმებ და ცა გაიხსნება.
მინდვრის ყვავილი
დაიწყებს ჩურჩულს.
ჩამქრალი სანთელი აინთება.
სულში გრიგალი
დაიწყებს ბუბუნს.
გაიღიმებ და მომენატრება
ბავშვობა ლამაზი, მშვიდი.
გაიღიმებ და გამახსენდება,
რომ შენს სიყვარულს ვზრდიდი.
გაიღიმებ და მე გავვოცდები:
"სიო საიდან მოქრის"?!
მწვანე გაზაფხულის მაყრები
-მერცხლები საიდან მოდის?
გამხსენდება ჭალაში
როგორ სისინებს ქარი.
გამახსენდება ოცნების მე
მშვენიერი ქნარი,
რომელიც გატყდა, დაიმსხვრა
და წარიტაცა წვიმამ.
ეს გულიც როგორ დასეტყვა
ჩუმი ოცნების გმირმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები