ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2023


შენ შვლის ნუკრივით ან მთის შველივით

შენ შვლის ნუკრივით ან მთის შველივით
უცოდველი და მშვენიერი ხარ,
ვით ქანდაკება გამოკვეთილი,
ისე მიზიდავს მოყვასს შენი ხმა.

მინდა ვიმღეროთ ისეთი რამე,
რომ გაგვიჩინოს ცეცხლი გულებში...
მაოცებ, როგორც ზღვა მოკამკამე,
ხარ საოცარი, როგორც ნუგეში.

თუ მნახავ მწყურვალს, ნუ დამზარდები,
პეშვებით მასვი წყალი მოკეთეს...
ლექსებს კვლავ დავწერ გულისნადების,
ბეჩავს მარჯვენა თუ არ მომკვეთეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები