 | ავტორი: ნიკე... ჟანრი: პოეზია 13 მარტი, 2023 |
თურქეთის ტრაგედიიდან შემომრჩენია და შემომჩენია, - კორპუსის ნანგრევის ფონზე ჭარმაგი კაცი, - ლოდივით მძიმე და უძრავი. მის წინ გაშლილ, ჭრელ საფენზე პლასტმასის წყლის ბოთლს მიშტერებული.
მასში თავი ამოვიცანი, ნანგრევებში შენ...
და ისევე გავბრაზდი საკუთარ თავზე, როგორც იმ კაცზე, უმოქმედოზე, გაშტერებულზე... გვიან გავიგე, მაშველის გარდა, არავის ჰქონია უფლება ყოფილიყო გადამრჩენელი.
ამ მსგავსებისთვის არ მინდოდა გამესვა ხაზი. მსურდა დამვიწყებოდა, მაგრამ ის კადრი გონებიდან არ მშორდებოდა.
ვიცი, დავწერ და თავს დავიმშვიდებ, რომ არც მე მქონია უფლება: ჩაგხუტებოდი, ჩამეკოცნე, მორგიდან სასაფლაომდე მარშრუტი შემეცვალა, გზა დამეგრძელებინა, სახლში მიმეტანე... და არც შესაძლებლობა: გამელღვო დრო, ამეკუწა, გამეუქმებინა...
უფლებებზე რაღა ვილაპარაკო, თუ ნებაც გვეთმობა?!
ჩვენ შეიძლება ჩამოგვერთვა ბევრი, მაგრამ შემოგვრჩა უფლება გაპროტესტების, თუმცა წყლის ჭავლით და წიწაკით შეზავებული და მაინც...
დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ჩვეულებრივი ასფალტის გზაზე, დასაშლელად და დასაშინებლად მჩქეფარე წყალზე, ისე ცეკვავდა ქართველი დროშით, როგორც სერფერი შტორმის დროს ზღვაზე.
ამ ორ კადრს შორის რა კავშირია? მაშინ ვგრძნობდი, ახლა კი ვხედავ, რა დიდი განსხვავებაა, მკვდარი სიცოცხლის და სიცოცხლეს შორის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ლექსში ვერც მგზავსება და ვერც განსვავება დავინახე, რას იზამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ყველა ერთ დონეზე ხომ ვერ ვიქნებით , თქვენ მაღალზე , მე დაბალზე, ამიტომ ძალიანაც მომწონს ტენდენცია ლექსებს ახსნა-განმარტებებს რომ მოაყოლებენ ხოლმე. ლექსში ვერც მგზავსება და ვერც განსვავება დავინახე, რას იზამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ყველა ერთ დონეზე ხომ ვერ ვიქნებით , თქვენ მაღალზე , მე დაბალზე, ამიტომ ძალიანაც მომწონს ტენდენცია ლექსებს ახსნა-განმარტებებს რომ მოაყოლებენ ხოლმე.
3. არ გამიჭირდა, პირიქით, მომეწონა და იმდენად, რომ უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო ვისურვე, როგორც მკითხველმა. უპროტესტო საზოგადოებას არ აქვს მომავალი და კარგად მესმის რასაც გულისხმობთ. არ გამიჭირდა, პირიქით, მომეწონა და იმდენად, რომ უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო ვისურვე, როგორც მკითხველმა. უპროტესტო საზოგადოებას არ აქვს მომავალი და კარგად მესმის რასაც გულისხმობთ.
2. მადლობა, ანანე. იცით, არ მომწონს ბოლოდროინდელი ტენდენცია ლექსებს ახსნა-განმარტებებს რომ მოაყოლებენ ხოლმე, ან შესავალ სიტყვას, მაგრამ, რადგან კავშირის დაჭერა გაგიჭირდათ გეტყვით. იმ ორ კადრს შორის მსგავსება კი არა განსხვავებაა დასანახი. როცა კოვიდით გარდაცვლილი და მორგიდან პირდაპირ სასაფლაოზე ავიტანეთ, გაპროტესტების საშუალება არ გვქონდა და თავი იმიტომაც შევადარე იმ ჭარმაგ თურქს, ნანგრევებთან უმოქმედოდ მჯდარს, სადაც მისი ოჯახის წევრები შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხლები ყოფილიყვნენ. სახელმწიფო უფლებას არ აძლევდა მოქალაქეებს, მათი უსაფრთხოებისათვის, თვითნებური ძიებისთვის მიემართათ. ეს ცოცხალი ადამიანი უღონობით მკვდარი იჯდა, ჩემსავით. ხოლო ცნობილი აქციების დროს, თუნდაც უშედეგოდ დასრულებულიყო, მე სიცოცხლე დავინახე. საკამათო აზრია, მაგრამ სიცოცხლე პროტესტშიცაა, სხვა მნიშვნელოვან რაღაცებთან ერთად. მაშინ მეც რომ შემძლებოდა პროტესტი იმ წესების წინააღმდეგ, რაც კოვიდის დროს იყო, იქნებ უფრო მომშვებოდა გულს, თუმცა შედეგს ვერაფრით შევცვლიდი. მადლობა, ანანე. იცით, არ მომწონს ბოლოდროინდელი ტენდენცია ლექსებს ახსნა-განმარტებებს რომ მოაყოლებენ ხოლმე, ან შესავალ სიტყვას, მაგრამ, რადგან კავშირის დაჭერა გაგიჭირდათ გეტყვით. იმ ორ კადრს შორის მსგავსება კი არა განსხვავებაა დასანახი. როცა კოვიდით გარდაცვლილი და მორგიდან პირდაპირ სასაფლაოზე ავიტანეთ, გაპროტესტების საშუალება არ გვქონდა და თავი იმიტომაც შევადარე იმ ჭარმაგ თურქს, ნანგრევებთან უმოქმედოდ მჯდარს, სადაც მისი ოჯახის წევრები შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხლები ყოფილიყვნენ. სახელმწიფო უფლებას არ აძლევდა მოქალაქეებს, მათი უსაფრთხოებისათვის, თვითნებური ძიებისთვის მიემართათ. ეს ცოცხალი ადამიანი უღონობით მკვდარი იჯდა, ჩემსავით. ხოლო ცნობილი აქციების დროს, თუნდაც უშედეგოდ დასრულებულიყო, მე სიცოცხლე დავინახე. საკამათო აზრია, მაგრამ სიცოცხლე პროტესტშიცაა, სხვა მნიშვნელოვან რაღაცებთან ერთად. მაშინ მეც რომ შემძლებოდა პროტესტი იმ წესების წინააღმდეგ, რაც კოვიდის დროს იყო, იქნებ უფრო მომშვებოდა გულს, თუმცა შედეგს ვერაფრით შევცვლიდი.
1. საინტერესოა, მაგრამ კავშირების უფრო ზუსტ გამოხატვას ვისურვებდი. მოვუბრუნდები აქაურობას, ერთ წაკითხვად არ მეთმობა, იმის მიუხედავად, რომ ცოტა დასამუშავებელი მგონია. საინტერესოა, მაგრამ კავშირების უფრო ზუსტ გამოხატვას ვისურვებდი. მოვუბრუნდები აქაურობას, ერთ წაკითხვად არ მეთმობა, იმის მიუხედავად, რომ ცოტა დასამუშავებელი მგონია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|