ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
24 აპრილი, 2023


Булат Окуджава - Молитва Франсуа Вийона

https://www.youtube.com/watch?v=pFjnrEyNZ6A


ბულატ ოკუჯავა - ფრანსუა ვიიონის ლოცვა

დედამიწა ვიდრე ბრუნავს, სანამ დღეა მკვეთრი,
ღმერთო, ყველას ის მიეცი, რაც მას არ აქვს, გვედრი,
ბრძენს მიეცი თავი, ხოლო მხდალს - ფეხსწრაფი ცხენი,
სვიანს თანხა...  არ გამოგრჩე ბოლოს მონა შენი.

დედამიწა ვიდრე ბრუნავს, სუფევაა უფლის,
გთხოვ არ ჩაკლა მეუფების ჟინი ხელისუფლის!
მიანიჭე შვება გულუხვს, შეანანე რწმენით
კაენს ცოდვა... არ გამოგრჩე ბოლოს მონა შენი.

ყველაფერი შეგიძლია, მჯერა შენი სიბრძნის,
ვით მებრძოლს სწამს - სანუკვარი ედემისთვის იბრძვის,
ვით სარწმუნოდ მიაჩნია სმენას შენი სიტყვა
და არ ვუწყით რას ჩავდივართ, თუმც გვწამს მიამიტად. 

ღმერთო ჩემო, მწვანეთვალავ, მხოლოდ შენ ხარ უხვი,
დედამიწა ვიდრე ბრუნავს და თავადაც უკვირს,
მიანიჭე ყველას ცოტა,  სანამ დროა ქვეყნის
არსებობის... არ გამოგრჩე ბოლოს მონა შენი.

24 აპრილი, 2023 წ.


Булат Окуджава - Молитва Франсуа Вийона

Пока Земля еще вертится, пока еще ярок свет,
Господи, дай же Ты каждому, чего у него нет:
Мудрому дай голову, трусливому дай коня,
Дай счастливому денег... И не забудь про меня.

Пока Земля еще вертится, Господи, - Твоя власть! –
Дай рвущемуся к власти навластвоваться всласть,
Дай передышку щедрому хоть до исхода дня.
Каину дай раскаянье... И не забудь про меня.

Я знаю: Ты все умеешь, Я верую в мудрость Твою,
Как верит солдат убитый, что он проживает в раю,
Как верит каждое ухо тихим речам Твоим,
Как веруем и мы сами, не ведая, что творим!

Господи, мой Боже, зеленоглазый мой,
Пока Земля еще вертится, И это ей странно самой,
Пока еще хватает времени и огня,
Дай же Ты всем понемногу... И не забудь про меня.

1963

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები