ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2023


სიზმრად მაინც გნახავდი

მწყაზარი ხარ... კალმით ან
მხატვრის ფუნჯით ნახატი,
ცხადად რომც არ მენახე,
სიზმრად მაინც გნახავდი.

მინდა შენთვის ვიმღერო
ჩემი ლექსი - ქალთამზე...
ყელი კვლავ მოიღერო
და გემთხვიო კალთაზე...

თორემ მიჰქრის დროება,
კელაპტარი მიქრება,
მიწევს განმარტოება
განცდებთან და ფიქრებთან.

მაინც ვიწვი ამქვეყნად
სანთელივით რწმენისა,
ეს მიწა მაქვს საკვეხნად,
მიწა - ფარსმან ქველისა.

ამ მიწის ხარ... კალმით ან
მხატვრის ფუნჯით ნახატი,
გწამდეს: არ გემუქრება
შენ ერთს ჩემგან ღალატი.

ვიდრე ვცოცხლობთ, მსურს ჩვენი
მოვიხადოთ სახადი,
ცხადად რომც არ მენახე,
სიზმრად მაინც გნახავდი.

ოთარ რურუა

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს