პერსი ბიში შელი - ცვალებადობა
მსგავსნი ვართ ღამით მთვარის მფარავ ლეგა ღრუბლების; შფოთავს, მოძრაობს და ბრწყინვალებს მათი კარავი, ააციაგებს წყვდიადს, თუმცა მალე სრულებით გაქრება, როცა გამეფდება ირგვლივ წკვარამი.
ჩამოგვრთმევია ჰარმონია გაუმართავი, მივიწყებული ქნარის მსგავსად, რომლის სიმებით ვეღარასოდეს გაჟღერდება ჰანგი მართალი, განმეორება ვერ მოხდება ძველი სიმღერის.
ძილმორეულებს შეგვაშფოთებს, გვწამლავს ზმანება, დღეს ჩაგვიმწარებს გულის სიტყვა განამრუდები, შევიგრძნობთ, ვასკვნით, გვეუფლება აღფრთოვანება, ხან ვმხიარულობთ და ხანდახან დარდით ვწუხდებით.
წარმავალია, რაც გვამწუხრებს და გვახალისებს, რაც ჩამოგვაკლებს, ან შეგვმატებს გამბედაობას, გუშინდელი დღე არასოდეს არ ჰგავს ხვალინდელს, შეუცვლელია მარტოოდენ ცვალებადობა.
14 მაისი, თამარობა, 2023 წ.
ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.poetryfoundation.org/poems/54563/mutability-we-are-as-clouds-that-veil-the-midnight-moon
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ნორმალური თარგმანია.
ნორმალური თარგმანია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|