ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2009


ერთი ქალის ეშხით

ერთი ქალის ეშხით,
ერთი ქნარის ხიბლით,
ერთი ქალის იჭვით,
ერთის კდემით ვიწვით!
ერთის სიყვარულით,
ერთის ნდომით ვიწვით!
ერთის სიხარულით
დაუღლელად ვიღწვით!
ერთის გაღიმებით,
ერთის სიკეკლუცით,
ერთის ეშხით ვიწვით!
ერთი გაგაოცებთ,
ერთი გაგაცოცხლებთ,
ერთი გაგიღიმებთ,
ერთი შეგიყვარებთ-
საუკუნოდ,კრძალვით,
მწარე რუდუნებით,
სევდის მოდუნებით.
გულში ჩაგიკრავთ
და გაგაოცებთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები