ნათია სებისკვერაძეს
მინდა დავლიოთ ღვინო ყვარული, დავლოცოთ მათი შთამომავლობა, - ვინც რომ გვასწავლა ჩვენ სიყვარული, ყველას გულწრფელად ვუთხრათ მადლობა.
მინდა დავკოცნოთ ჩვენივე მიწა, მოგველის ტაო ხუთჯვრიან დროშით, პეშვებით შევსვამთ ფსოუს და რიწას, ეს დროც დადგება ამ სამყაროში.
ისევ ვიჯერე გული სიმღერით, მწამს: აგვიხდება ყველა ოცნება, ,,ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება“.
ეს გაუმარჯოს კაზმულ სიტყვის მადლს, მკითხველებისთვის ისევ დავშვრები, ჩვენ პოეზია ისე გვიზიდავს, როგორც სამყაროს ბავშვთა - ბავშვები.
ოთარ რურუა
2023
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. უფალი გვწყალობდეს ალალ, გულიან ადამიანებს. <3 უფალი გვწყალობდეს ალალ, გულიან ადამიანებს. <3
1. როგორი გულიანი, ალალი პოეზია გაქვს .
როგორი გულიანი, ალალი პოეზია გაქვს .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|