 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2023 |
შენი სიმართლე მაშინებს, მისი სიცრუე კი არა, შენი უბრალო ღიმილი, სხვის ცბიერ სახის მაგივრად, შენ გადაგივლის მოყვარეც, მოყვრულად განა მტრიანად, მას კი წმინდანად შერაცხენ, კაცს განარიყულს ნაპირად. შენი წესრიგი მაშინებს, მის არეულს კი არ ვშიშობ, შენი ურღვევი მცნებები, სხვის ცოდვა-ბრალთან ჭიდილით, შენ ტალახს უხვად გესვრიან, ეგ კი არადა არ გჯიჯგნონ... მას "საქმეს" მოუწონებენ და შეხვდებიან სიცილით. შენი ნიჭის ხმა მადარდებს, მის უვიცობას არ ვჩივი, შენი ჭკუა და სიმდიდრე ფრთაშეკვეცილი სხვის ფონზე, შენ ნასწავლს დაგიწუნებენ, თუნდ ცოდნა გედოს განძივით,
არ ცოდნა ცოდვა არაა ასე ეტყვიან მას ნოლზე. შენი მიზანი მაფიქრებს, მის გეგმას სახე არც უჩანს, შენი გათვლილი სინათლე, სხვის ბნელს ქვეყანას რომ მოსდებს, არ შეგარჩენენ, დაგცლიან, ბრძენსაც ამგვარი რამ უთქვამს: "გონება კაცის ძალაა, ძლიერნი კი სძულთ ბრიყვ კორძებს". და მაინც ამდენ შიშებში შენი სვლით მინდა ვიარო, წერას ატანილ სულივით შენს დანატოვარ კვალს ვეტრფი, მე თუ ვერ შევძლებ იქნება შვილებმა გადაიარონ, იქნება იმათ დაფარონ უვიცთ ნაცოდვი ნატერფი. ... შენი სიმართლე მაშინებს, მისი სიცრუე კი არა, შენი ნიჭი და წესრიგი ამ ზღვარმორღვეულ ქარაფზე, არ დაგინდობენ, გესვრიან ტალხს ღორღიან-ქვიანად თუ ცოტა მაღლა არა თქვი, თუ ცოტა მაღლა არ დადექ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. თუ ცოტა მაღლა არა თქვი, თუ ცოტა მაღლა არ დადექ!
ასეა ეს!..
ხუთი თუ ცოტა მაღლა არა თქვი, თუ ცოტა მაღლა არ დადექ!
ასეა ეს!..
ხუთი
1. დამაფიქრა... დამაფიქრა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|