ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუულიონი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2009


გენური ინჟინერია - გინეკოლოგია - კულინაროლოგია

სასჯელაღსრულებისა და პროგრამირების გაერთიანება გადავწყვიტე და მივხვდი, რომ ადამიანი გლობალური და ამავდროულად არანორმალური გაერთიანებებისთვის არ დაბადებულა...  ხოდა მეც თავი დავანებე... მოწევას და გერთიანებას...

წარმოიდგინეთ ხართ ახალგაზრდა მამაკაცი და მთელი ცხოვრება ოცნებობდით მზარეულ ქალზე... ქორფა მზარეული გინდოდათ მთელი შეგნებული არსებობის ხანა... ქალი რომელიც იფუსფუსებდა კუხნაში/სა,ზარეულოში/სადმე და ბორშს გაგიცხელებდათ. (ბორში ხომ მამაკაცურობის მამაკაცური აღქმის ერთპიროვნული სიმბოლოა) მაგრამ ეს ქალი იქნებოდა კულინარი ბორშს არამარტო გააცხელებდა, მას გააკეთებდა კიდეც დიდი სიამოვნებით. ყოველ კერძში თავის ტალანტს ჩადებდა, ვნებას პროფესიონალურად ჩააქსოვდა. ყოველი ბორში თქვენთვის პირველივით იქნებოდა...  აი ზუსტად ასეთ ქალზე ოცნებობთ... ერთ დღესაც იღვიძებთ (წინა დღეს სამშობიაროში დათვერით გატრეტვამდე) და ამჩნევთ რომ გინეკოლოგი ქალი გიყვართ (არ გახსოვთ რატომ გაიცანით, სად , რისთვის, რა დააშავეთ... მაგრამ გიყვართ... სიცოცხლეზე მეტად გიყვართ)... მაგრამ ის არაა მზარეული... ის გინეკოლოგია... დიდი ხნის ღრმად ჩაფიქრების შემდგეგ კი გიჩნდებატ ახალი ინოვატორული და გრანდიოზული იდეა... ჯერ იდეის დონეზე ამუშავებთ და სულ რაღაც ერთ კვირაში დარწმუნებული ხართ, რომ უნდა ჩამოაყალიბოთ მზარეულ გინეკოლოგთა უნივერსიტეტი... თანაც ქალთა უნივერსიტეტი... კითხულობთ წიგნებს ამასთან დაკავშირებით, იძიებთ დოკუმენტაციას რომელიც არ არსებობს...  თვეების შემდეგ ენთუზიაზმით ამჟავებული ხვდებით, რომ თვქენი ნამდვილი პროფესია გენური ინჟინერია აღარ გახსოვთ, უბრალოდ დაგავიწყდათ.  პროფესიას რომელსაც მთელი ცხოვრება დაუთმეთ და თქვენი არსებობის ნათელი წერტილი, დედააზრი, მამაბოძი იყო დაშორდით... აღარაა თქვენიანი... აი ამწუთას ტელევიზორში ქართველ გენურ ინჟინერთა თავმჯდომარის მოადგილე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ თურმე მაჩვის სპერმის გენური განაყოფიერებით ადამიანის ემბრიონის შექმნა შეიძლება... ისმენთ ამას... ზიხართ... ისტერიულად იცინით... გიხარიათ აასეთი მიღწევა? გშურთ მისი ვინც ეს გამოიგონა?... არა.. თვენ გენური ინჟინერი აღარ ხართ...  უბრალოდ ისე იფრინეთ ვერც კი მიხვდით სადამდე გაფრინდით...

უფ ამეტირა რა ტრაგიკულია :)))))))))))))))) ავოიეეეეე... ვტირით ყველააა :)))))

ბლიად მეც ამსე მომივიდა თქო ვიტყვი მაგრამ არ მომსვლია... უბრალოდ მარჯვენა ნახევარსფერომ ქავილი დამიწყო... მიდიო გურამ შემოქმედება გიხმობს ხელგაშლილიო, გაექანეო დიდი რაზგონითო... მეც ფუნიკულიორზე ასვლა დამეზარა და... უძინარი სამსახურში მოვედი ყავა ნახევრად დავლიე და ვორდის დოკუმენტი ისე ვაწვალე ჯერ რომ არ ახსოვს ისტორიას... საწყალი....

დილამშვიდობისათ!!!

ეხლა საქმე მაქვს... საქმე რა მოხუცს ვუვლი ხოლმე... არ მიყვარს ჩემი საქმე მაგრამ პურის ფულს ვშოულობ :( ... დედ-მამა დამეხოცა პაკისტანში და და-ძმებს მე ვუვლი... :(

მომიტევეთ სევდიანი მარცვლებისთვის... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები