ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2008


* * *

ეს მონატრება უკრავს როიალს.
მოლოდინები ითვლიან სიტყვებს,
რაღაც უზომო მელანქოლიას,
ზღვა ვერ ერევა და მაინც იტევს.
წამი რატომღაც წუთი მგონია,
წუთი, რომელიც წამებას ითმენს,
ქარი შეება ფიქრის გოლიათს,
ვით ლექსი პოეტს, ვით პოეტი ლექსს.
არსებობაც ხომ ზოგჯერ ომია,
რომელსაც გული აგებს და იგებს,
დასაბამითვე არ დაჰყოლია,
ჟამმა შესძინა ფრაზებსაც სიბრძნე.
ცამ გაახილა თვალი ცისკარზე ,
რომლის გუგაში ცეცხლის ბროლია,
ყველაფრისფერი დუმილით სავსე,
ეს მონატრება უკრავს როიალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები