ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
16 აგვისტო, 2023


Robert Burns - Comin Thro' The Rye

რობერტ ბერნსი - გადაკვეთა ჭვავის ყანის

დადის ჯენი ალთა-ბალთა,
იშვიათად არის მშრალი,
დაუსვრია კაბის კალთა
გოგოს ჭვავის ყანის გავლით.

ჯენი, ეს რა დაგემართა,
რად ხარ ასე დანაფეთი?
დაუსვრია კაბის კალთა
ასულს ყანის გადაკვეთით.

თუ ყანაში შეხვდა ყმაწვილს,
აეტმასნა ვინაც ძვირფასს,
დაუკოცნა ბაგე, ღაწვი,
გოგოს უნდა დაეყვირა?

თუ სხეული შეხვდა სხეულს
და წყვილს ერთმანეთი მოსწონს,
განცხრომა სურთ გადახვეულთ,
ეს ქვეყანას უნდა მოსდონ?

იფანტება კაეშანი,
სიყვარული სურნელს აკმევს
და ყანაში პაემანიც
არის მხოლოდ მათი საქმე.

16 აგვისტო, 2023 წ.


Robert Burns - Comin Thro' The Rye


O Jenny's a' weet, poor body,
Jenny's seldom dry:
She draigl't a' her petticoatie,
Comin thro' the rye!

Comin thro' the rye, poor body,
Comin thro' the rye,
She draigl't a' her petticoatie,
Comin thro' the rye!

Gin a body meet a body
Comin thro' the rye,
Gin a body kiss a body,
Need a body cry?

Gin a body meet a body
Comin thro' the glen,
Gin a body kiss a body,
Need the warld ken?

Gin a body meet a body
Comin thro' the grain,
Gin a body kiss a body,
The thing's a body's ain.


Meaning of the unusual words:
weet = wet
draigl't = draggled
gin = given, in the sense of "if"
cry = call out [for help]
warl = world
ken = know
ain = own

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები