 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 22 აგვისტო, 2023 |
ნინო დარბაისელი
კლდის სახლი. პებლო-ქალები
როგორც ხევსურთა ქალები, ბოსლებში ჩაკეტილები, ჩაცუცქვით შობდნენ, მარტონი, წვალობდნენ ზნეკეთილები, თვით გამოჰყავდათ შვილები, მენჯებში გაკვეტილები; ჭიპლარსაც გაუკვანძავდნენ, ჭინთვისგან ჯანმიხდილები, ბნელში, ძროხებში რჩებოდნენ, ძროხებს ეხვიათ ტილები. იწმინდებოდნენ ქალები წესისგან - უწმინდურები. ენატრებოდათ მარტოკებს საყვედურები დურები, კაცები - გარეთ თვრებოდნენ, ხდებოდნენ ვით დაბდურები! ლხენით უძგერდათ გულები, ძის ყოლით გათანგულები, ვის-ღა ახსოვდა, გონწასულს ქალები - ნაერთგულები.
პებლოელებიც მათ ჰგვანდნენ, კანიონს ჩაკარგულები, ინდიელები ძველები, ბედისგან მონაგუნები, სიმინდს, ლობიოს თესავდნენ, არ ჰქონდათ ხოდაბუნები, ირგვლივ ტიტვლები დიოდნენ, ჭრელად ტანმოხატულები, ნადირიც ბევრი ეხვიათ, მგელი და მელა-ტურები, მოაწყდნენ ევროპელების ცხენები დარახტულები…
გარეთ ცას ჯანყი მოედო, დაქუფრდნენ ღრუბლის ქულები, მიწაზე სხედან ავდრულად ყორნები, არ ძაბუნები, არც ირგვლივ რამე წყაროა, აღარც რა სავარგულები, და მიამბობენ ძველ ამბებს ტყეები დაბუგულები, მინდვრები დახრუკულები, მტერთაგან ნანადგურები…
მტრედო, საიდან მოსულო, მე რატომ მეგურგურები! დღეს ხვლიკთა სამოსახლოა პებლოთა ნასადგურები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბატონო ოთარ, მუხა, ნინა დიდი მადლობა. გაოგნებული ვარ, ახმა მათანდაზებს ვეცნობი და ვთარგმნი. როგორი ერთია ადამიანი! რა ვერ გაიყვეს ამ სამყაროში. რეზერვაციებში შეყარეს. ამხელა ტერიტორია დაახლევინეს ინდიელებს, ინდიელების როლის სათამაშოდ ხალზი ჰყავთ დაქირავებული.
იმათი შთამომავლები აქ ალბათ ტურისტად თუ ჩამოვლენ . დაეჩვივნენ კარგ ამერიკულ ცხოვრებას, ამერიკული განათლება მიიღეს და ასე შემდეგ.
ბატონო ოთარ, მუხა, ნინა დიდი მადლობა. გაოგნებული ვარ, ახმა მათანდაზებს ვეცნობი და ვთარგმნი. როგორი ერთია ადამიანი! რა ვერ გაიყვეს ამ სამყაროში. რეზერვაციებში შეყარეს. ამხელა ტერიტორია დაახლევინეს ინდიელებს, ინდიელების როლის სათამაშოდ ხალზი ჰყავთ დაქირავებული.
იმათი შთამომავლები აქ ალბათ ტურისტად თუ ჩამოვლენ . დაეჩვივნენ კარგ ამერიკულ ცხოვრებას, ამერიკული განათლება მიიღეს და ასე შემდეგ.
3. წვრილ-მსხვილი დაუნდობლობა გვჭირს ადამიანებს. ვგავართ ერთმანეთს სხვადასხვანიც. გამოქვაბულიდან კი გამოვედით, მაგრამ შორს არ წავსულვართ.
ლექსს არას ვუწუნებ, კარგია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ დიაპაზონის სიფართოვე უფრო მეტად მახარებს თქვენთან. წვრილ-მსხვილი დაუნდობლობა გვჭირს ადამიანებს. ვგავართ ერთმანეთს სხვადასხვანიც. გამოქვაბულიდან კი გამოვედით, მაგრამ შორს არ წავსულვართ.
ლექსს არას ვუწუნებ, კარგია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ დიაპაზონის სიფართოვე უფრო მეტად მახარებს თქვენთან.
2. უნიჭიერესო!
საიდან ეს ლამაზი, მართალი ხევსურულობა?! ძალიან მომეწონა,
უნიჭიერესო!
საიდან ეს ლამაზი, მართალი ხევსურულობა?! ძალიან მომეწონა,
1. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|