 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2023 |
ახლა ისეთი ვარ, როგორ არ ვახსოვარ არავის, ვინ ვიყავი მოცლილი, რომ კიდევ ერთი ბავშვი გამომეჩინა, ვინ ვიყავი მსგავსი ყვავებისა, შავი ანფაზი მერე მოვიპარე ხელი მარადისა, მარიტასავით ჩავცხე ჩემ ცხოვრებას, სილამაზე მინდოდა მასავით თეთრი, სიყმაწვილის დარდებით არ მაკე. მთელი დედამიწა შევძარით ჩვენ ორმა, პატარა დედა იყო, დიდი ჩვილის მსგავსი, სანთელი კელაპტარი. ვერანდაზე დავდიოდი, რომელიც არ მაქვს, სარეცხს არ ვფენდი, სახლში ჩვენი ორთქლით თუ ვაშრობდით, ვიყავი უკვე სხვაგვარი დედა, სიყვარულში გადავარდნილი, ძროხის ცურივით მსუყე და მოსაყუდებლად დაბადებული, ბოლო ყლუპუსთვის დაძაბული, არ გადამცდენოდა წამი უმისოდ, არ დამეტოვა კუნჭული მისი ღიმილის გარეშე, გახევება იყო, სიყვარულით აღზევება. ნაცრისფერთვალებაც მიშვია, ლურჯთვალაა ნიტა, ახლა წაბლისფერთვალება თეკლე-ქალი, ხორბლისფერი დინჯი ნინუცა, მიუკერძოებლები ბავშვობითა და სითამამით, გულ-დინჯი დემეტრე, გაივსნენ სიხარულითა და არამარტოობის განცდით, ზოგჯერ ერთმანეთითაც დაღლილები, იღლებიან კიდეც მისი სიფხიზლისთვის, ახლა სულ რომ სძინავს და ღვიძილს გვინახვს ღამეულ უძილობად. გვიხსნის დღე ზაფხულისა, გვაძლევს სიმსუბუქეს, სიცხეს დავემალეთ, მის თოთოობას ხალხმრავლობისგან მოშორებით. ის არ იყო სალახანა, წამოკივლებით, ღუღუნით იდგამდა ჩვენში ფეხს და გვწამდა მისი ღიმილის მწვერვალების, ნაძვის მარადმწვანე წიწვებივით გვასობდა ღიმილებსა და სლოკინებს. შეგვისვამდა ზურგზე და გვატარებდა სიყვარულის მთა-ველებზე ორი თვის ჩვილი, მერეც გეყოფათო ჩემით ტაატი და დაღლა სირბილისას, მეც გავიზრდებიო ბამბებში გამოჩენჩილი, ჭიის პარკი, ასე უმნიშვნელო აქცენტებით დაბადებული, ჩვეულებრივ ჩვრებში, ძმის საწოლში მწოლიარე, სხვის ტანსაცმელში გამოზრდილი, ზოგიერთი ახალი რომ ერია და ავსებდა უავო ძლიერებით, ეცვა სადად მხოლოდ ნიტა და ნიტრა, პატარა კოკურა, დიდი მარო ბაბო რომ მოიყუდებდა, ასე დააცხრებოდა ძუძუს დაჭექებულს, "ნატრული" ზაკი ძიასი, სახელების შემგროვებელი ბიჭის დღიურებისთვის ზედგამოჭრილი, უსცენარო, მაგრამ დიდი კინოსთვის გადაღებული კადრებივით დასამუშავებელი. მე დედა ვარ და ყველაზე უკეთ ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ხალხი ჩემს გარშემო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნექტარ, მადლობა! :) ნექტარ, მადლობა! :)
3. უცნაური წარმოსახვა, რარაც ისეთი უცნაური წარმოსახვა, რარაც ისეთი
2. მადლობა მუხა!! გაგახაროს ღმერთმა!! :))) მადლობა მუხა!! გაგახაროს ღმერთმა!! :)))
1. ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე ძალიან მომეწონა, ორჯერ წავიკითხე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|