ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 სექტემბერი, 2023


Robert Burns - The Winter Of Life

რობერტ ბერნსი - ცხოვრების ზამთარი

ჯერ კიდევ გუშინ ყვაოდა კორდი,
მწვანე ფოთოლი ამკობდა მაღნარს,
ყვავილებს რწყავდა ჟუჟუნა თქორი,
იმზირებოდა მიდამო ლაღად.

სიმწვანე გაქრა და სიხალისე
გადაიკარგა ქსინების ქროლით,
მაგრამ როდესაც გაიმაისებს
გადაყვავდება ველი კვლავ მოლით.

ვეღარ გაალღობს დათოვლილ ნასერს
ოღონდ ჩემს თმაში ზაფხულის ალხი,
ბებერ ტანსა და შიშველ ვარჯს დასერს
დროჟამის სუსხი, დაფარავს არხლი.

სიბერე დამღლელ დღეებით გვქანცავს,
გვტანჯავს უძილო ღამის ხუნდებით,
ახალგაზრდობის საამო ხანავ,
გაზაფხულივით რად არ ბრუნდები?

18 სექტემბერი, 2023 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://www.robertburns.org/works/485.shtml

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები