იყო და არა იყო რა. ცხოვრებამ ჩაიარა. ასაკმა ვერ გაანელა ვერც წვა და ვერც იარა, მაინც გაზრდას არ აპირებს შენში მცხოვრები ბავშვი. ქარს ადევნებულ ფიქრებად დაშვრი, შეხვედი ხანში. ადამის მოდგმის გეჯერა- სიტყვა უდრიდა საქმეს და კეთილისა არსება ბოროტს ყოველთვის დასცემს, ზღაპრის ბოლოს კი სინათლე მზესავით იკაშკაშებს. ოცნება- შენი წიქარა მიგაქანებდა თავქვე და დედინაცვალ ცხოვრებას ვერ გადაუგდე სარკე. ვერ აღიმართე წარსულს და მომავალს შორის სალ კლდედ. ახლოს მოსულა ფინიში, წლები ჩაგეფშვნა ხელში. შენს მიერ მოკლულ წუთების, აქით გამძიმებს ლეში. იქით წარსულის ტკივილებს მოუღუნიხარ მხრებში. იყო და არა იყო რა. ცხოვრებამ ჩაგიარა.
ნეტავი ლეთეს თუ კვეთავს შენი იმიერ შარა, რომ ერთი პეშვი, მისი წყლის მალამოდ მიგეთვალა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|