ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
17 ოქტომბერი, 2023


William Shakespeare - Fear no more the heat o’ the sun

უილიამ შექსპირი - ნუ გეშინია პაპანაქების

(პიესიდან „ციმბელინი“ მოქმედება IV, სურათი 2)

ნუ გეშინია პაპანაქების
და ნურც მძვინვარე ზამთრის აბრუნდის,
შენ გაისტუმრე ვალი ამქვეყნის,
კუთვნილ სარგოთი სახლში დაბრუნდი.
ოქროს ყმაწვილთაც ჟამი აურვებს,
მტვრად აქცევს, როგორც მესაკვამურეს.

ნუ შეგაშინებს მეფის სასჯელი,
ტირანის კვერთხი ტანის მლეწავი,
აღარ გჭირდება საზრდო, საცმელი,
შენთვის ერთია მუხაც, ლერწამიც.
სკიპტრა, ცოდნა და მთელი სამყარო,
გადაიქცევა მტვრად და აყალოდ.

ნუ შეგაშინებს ელვის გაკრთომა
და ნურც გრუხუნი ჭექა-ქუხილის,
ვერას დაგაკლებს ცილი, მზაკვრობა,
ამოიწურა ლხინიც, წუხილიც;
ვისაც უყვარდი, მათი წვალებაც
მორჩება, ყველა ჩაინავლება.

ვერც ეგზორცისტი გავნებს ძლიერი,
ან ჯადობაზი - გრძნებით ნამარჯვი,
ვერც მოჩვენება მოვა იერით
კეთილი სულის, ანდა ალქაჯის.
მოდის სიკვდილი გამომძალავი
და განდიდდება შენი საფლავი!

17 ოქტომბერი, 2023 წ.


William Shakespeare - Fear no more the heat o’ the sun

(from Cymbeline Act IV. Scene 2)

Fear no more the heat o’ the sun,
Nor the furious winter’s rages;
Thou thy worldly task hast done,
Home art gone, and ta’en thy wages:
Golden lads and girls all must,
As chimney-sweepers, come to dust.

Fear no more the frown o’ the great;
Thou art past the tyrant’s stroke;
Care no more to clothe and eat;
To thee the reed is as the oak:
The scepter, learning, physic, must
All follow this, and come to dust.

Fear no more the lightning flash,
Nor the all-dreaded thunder stone;
Fear not slander, censure rash;
Thou hast finished joy and moan:
All lovers young, all lovers must
Consign to thee, and come to dust.

No exorciser harm thee!
Nor no witchcraft charm thee!
Ghost unlaid forbear thee!
Nothing ill come near thee!
Quiet consummation have;
And renownèd be thy grave!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები