 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 ოქტომბერი, 2023 |
თენგიზ ფანცულაიასა და მანანა სამყურაშვილის ინიციატივით გამოვიდა მეოთხე ტომი სახელწოდებით ,,პოეტები საქართველოსი“, წიგნში შესულია ჩემი ლექსებიც. ეს ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია ამავე დროს. ❤
დიდი მადლობა ბატონ თენგიზს და ქალბატონ მანანას, კარგ საქმეს აკეთებენ. უფალმა დალოცოს ყველა კარგი საქმის მკეთებელი.
წიგნში შესული ლექსებიდან
დიდება გმირებს!
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
2023
............................................................................................................................................................................................................................................
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე სიყვარულზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, რამ დამავიწყოს ლამაზი ანა! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, გვტკივა ხახული, ოშკი და ბანა!
მსურს თბილი კერა უფრო გავათბო, სხვა საქართველო არსად მეგულვის, მიწის სურნელმა ისე დამათრო, ვით ეშხმა ჩემი შეყვარებულის.
კარგი რამ არის ახალგაზრდობა, მწვავს სიყვარულის უშრეტი ცეცხლი, თუმც მოვიტოვე უკან ბავშვობა, გულს კვლავ მიხარებს ჭიკჭიკი მერცხლის.
გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცაზე ირისე, მე წრფელ გრძნობაზე ვესაუბრები ყველა ფოთელს და ყველა თბილისელს.
რა დამავიწყებს პირველ სიყვარულს, ვერც დავივიწყებ იმ ლამაზ ანას! ვიზიარებდით ჭირს და სიხარულს, ქართველ დედების ვისმენდით ნანას!
ეჰ, ბედისწერა! ერთურთს დავშორდით, თუმც ჩემი ბაგე კვლავ იკოცნება! სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით და ვიღვრებოდით ქარში კოცნებად!
ისევ მივყვები ძნელად სავალ გზებს, მაგრამ ღია მაქვს გულის კარები... ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, მეც მიზიდავენ ლამაზმანები.
ოთარ რურუა
2023
ირისე - ცისარტყელა .............................................................................................................................................................................................................
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე
ჩემს წინ შეიხსნა ქალმა საკინძე, შორენაა თუ ვარდისახარი?! მივჩერებივარ, ვით არსაკიძე, ვგრძნობ: მიქარწყლდება დარდი - სახადი!
ვხედავ იმ ქალის შეხსნილ საკინძეს, მას სავსე მკერდი მიუგავს მთვარეს... და ისე ვაქებ, ვით არსაკიძეს, ანდა შორენას შვლის ნუკრის თვალებს.
ჰეი, მწყურია მდედრის ალერსი, როგორც მთის წყალი დაჭრილ ირმის ჯოგს... სიყვარულისთვის მინდა ავლესო ხმალი... მის ღალატს სიკვდილი მიჯობს...
გავჩენილიყავ ნეტავ ძველ დროში, მე ამ ქვეყანას მთლიანს ვნახავდი! მინდა ვიცხოვრო საქართველოში და მოვიხადო ჩემი სახადი!
ოთარ რურუა
2023
......................................................................................................................................................................................................................................
მე ეს თვალები სადღაც მინახავს
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება ერთხელ ნახული, ნეტავ ასეთი რა ხარ, ვინა ხარ, მაოცებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მინდა მწედ ჰყავდე ამ საქართველოს და უერთგულო კუბოს კარამდის, ერს წარმოადგენ, ვიდრე ჯანმრთელობ, ერს - თვით ,,ვეფხვის და მოყმის ბალადის“.
მე ეს თვალები სადღაც მინახავს, არ მავიწყდება უკვე ნახული, სხვა გოგონებზე ბევრად წინა ხარ, მანცვიფრებ, როგორც ოშკი, ხახული.
შენი თვალები ისე მიზიდავს, ვით იზიდავდა სოსლანს - თამარი... არსად წახვიდე შენი მიწიდან, თუ სამშობლოა შენთვის მთავარი.
მუდამ გახსოვდეს ჩემი სიტყვები, მინდა კოცნებით კალთა აგივსო... წმინდა ქართულ გზას თუკი მიჰყვები, ჩვენში დარჩები სამარადისოდ!
ოთარ რურუა
2023
...................................................................................................................................................................................................................
დედა
დედა არა მყავს... ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მსურს სიკვდილამდე ვატარო ჯვარი და შემწედ მექნეს სვეტიცხოველი.
დედა არა მყავს... ჩაქრა ვარსკვლავი, ცაც თანამიგრძნობს სიმწუხარეში, სულგანათლებულ მშობლის საფლავი სულის მისატან არის მხარეში.
აღარ მიყვავის ბაღნარში ნუში, თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას, ხშირად მიკრავდა მშობელი გულში, მიზიარებდა გამოცდილებას.
ამ მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ, ცხარე ცრემლები მისველებს ლოყებს, ქუდბედიანი ვიყავი წინათ, ხმაშიც არ მქონდა ნაღველი მოყმეს.
მე გულახდილად ვსაუბრობ ღმერთთან, მხოლოდ მას ძალუძს ბედის მისნობა, მჯერა: ვიქნები დედასთან ერთად, როცა მიმიღებს მარადისობა.
აქ სამუდამოდ ჩამიქრა კვარი, ჩემთვის ღამეა დილა ყოველი, მინდა მეც ვზიდო ეს მძიმე ჯვარი და მეწეოდეს სვეტიცხოველი.
ოთარ რურუა
.................................................................................................................................................................................................................................
დაგელოდები იმ მთის წყაროსთან
გავიდა კიდევ ერთი წელი და გაიყოლია ძველი დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები!
ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი წინაპართ კვალზე... ნეტავ მას, - ვისაც შენ შეიყვარებ და მაგ დალალებს დაუფენ მკლავზე!
მინდა გაჩუქო სულ ერთი კოცნა, (პოეტის კოცნა უყვართ ლამაზებს), დაგელოდები იმ მთის წყაროსთან, ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე.
არც ფშაველი ვარ, არცა ხევსური, თუმც ჩემიც არის მთების ნაჟური... მსურს რომ შემასვა წყალი ხელსურით, ვჭექო სიმღერა გარიჟრაჟული.
მოვიდა კიდევ ერთი წელი და წაიყოლია ძველმა დარდები! ღვინით დაგლოცავ საწნახელიდან, რომც არ გიყვარდე, შეგიყვარდები!
ხარ მომნუსხველი შველივით, თვალებს ნაბავ - შემდგარი გმირების კვალზე... ნეტავი იმას, - ვინც შეგიყვარებს და გადაგიწვენს ერთადერთს - მკლავზე!
ოთარ რურუა
2023
..............................................................................................................................................................................................................................
დაგელოდები წყაროსთან
ლექსს კითხულობდი... გისმენდი, ზარივით რეკდა შენი ხმა, არც ზღვისფერი და მზისფერი, შველივით მომნუსხველი ხარ.
დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, არ მოხვალ? გადავირევი!
მსურს მკლავზე გადაგიწვინო, შენ - მომირჩინო წყლულები, მერმე გინდ სულშიც იწვიმოს, აღარ ვინაღვლებ სრულებით.
ლექსს კითხულობდი... გისმენდი, ზარივით რეკდა შენი ხმა, არც ზღვისფერი და მზისფერი, შველივით მომნუსხველი ხარ.
დავეწაფები წყაროს წყალს, როგორც ქორბუდა ირემი... დაგელოდები წყაროსთან, მოხვალ? არ გადავირევი!
მე გრძნობას ვეღარ დავმალავ, გვნახოს, შეშურდეს ბარეორს, როცა მოვკვდები, ალალად, ,,შენს მიწას მიმაბარეო“.
ოთარ რურუა
.......................................................................................................................................................................................................................................................
როგორც ყველა პოეტს და პოეზიის მოყვარულს, მეც მაქვს საყვარელი ლექსი. ჩემი საყვარელი ლექსი ლადო ასათიანის ,,სალაღობო“-ა, ჩემებიდან კი ამ ლექსს გამოვარჩევდი:
ჩემთვის გმირია ბერი თევდორე, ვაქებ ცოტნეს და ბაგრატიონებს, ვარ იმ გმირების თანამედროვე, აფხაზეთში რომ მაგრად იომეს.
ჩემთვის გმირია მერაბ კოსტავა, სამშობლოსათვის ნამსახურია, ზვიადს მამულის მადლი მოსავდა, ნათელში იყოს გამსახურდია.
ახლა შარტავაც უნდა ვახსენო და მასთან ერთად გაბესკირიაც, მათ სანთლებს ვუნთებ, სანამ ვარსებობ, წყალობას შევსთხოვ: ნანას, მირიანს.
დედა ქეთევანს - კახთა დედოფალს ვუქებ სიმტკიცეს, რწმენას, მოდგმასაც, წრფელი მადლობა ყველა ეპოქას, გუბაზს, ფარნავაზს, ვახტანგ გორგასალს.
მე მოწამეთას მიწაზე ვდგევარ, სული ტრიალებს არგვეთელ ძმების, მათ არ სჩვევიათ უკან დახევა და ქარქაშებში ჩაგება ხმლების.
იყო შინდისი, ცხრა აპრილი და იყო წლების წინ ბრძოლა ტამიშის, დღეს ჩემშიც ცოცხლობს ყველა გმირი და ქვეყნის სიყვარულს ვერვინ დამიშლის.
ფეხზე ვუდგები სამას არაგველს, მარაბდის ველზე დაცემულ ცხრა ძმას, დედა ღვთისმშობლის კალთა ჰფარავდეს ამ საქართველოს - სალოცავ ტაძარს.
არ შემიძლია - მეც არ ვახსენო სააკაძეთა გვარი, ბუნება, ჩვენი ქვეყანა დღეს რომ არსებობს, არის იმათი დამსახურებაც.
ქართველი თუ ხარ, არ გქონდეს შიში, შეინარჩუნე შენი ზნეობა, დღემდე მაოცებს მხარგრძელთა ჯიში, ახალციხელთა მხიბლავს მხნეობა.
მტკივა ობლობა ვაჟას შვლის ნუკრის, წყაროს წყალს ვასმევთ ქორბუდა ირმებს... ვიდრე ჩაქრება თვალებში შუქი, თავს ვხრი და ვამბობ: დიდება გმირებს!
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.
1. თენგიზ ფანცულაიასა და მანანა სამყურაშვილის ინიციატივით გამოვიდა მეოთხე ტომი სახელწოდებით ,,პოეტები საქართველოსი“, წიგნში შესულია ჩემი ლექსებიც. ეს ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია ამავე დროს. ❤
ოთარ ბატონო, გილოცავ ამ დიდ სიხარულს! თენგიზ ფანცულაიასა და მანანა სამყურაშვილის ინიციატივით გამოვიდა მეოთხე ტომი სახელწოდებით ,,პოეტები საქართველოსი“, წიგნში შესულია ჩემი ლექსებიც. ეს ჩემთვის დიდი პატივი და სტიმულია ამავე დროს. ❤
ოთარ ბატონო, გილოცავ ამ დიდ სიხარულს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|