 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2023 |
""" სახლს ის ატყვია, რაც დავატყვევეთ, რაც სახეებმა უხვად არია. მე ყველაფერი უკვე დავხეხე, კედლების ჯერი ხვალე არია. თუ ყველაფერი ახლა გავხარჯე, სიტყვა და ქონი, ფონი, ვარია. გეგონოს თუნდაც რომ ხარო დევი, პატარა ჭების მხვრეპი ხარია. ხვალე ის ჭები ლუდებად იქცნენ, დავლიეთ, კარში ვეღარ გავდივართ. მუცლებმა ფეხი დაიცეს ზღურბლზე, აქ დავრჩებითო ამ სახლის მზენი, მოვაკალავებთ ბზეს და ნალიას. მერე ატეხეს თაღჩებმა ზარი, გაიყვანეთო წყვილი ხარია. ამ დევებს გუშინ ვასწავლეთ ლექსი, ახლა დღედაღამ წერა სწადიათ. კედლებზე სწერენ, რომ გადაჯიშდნენ, აღარაფერი აღარ სცხადიათ. სხვანაირია ახლა ბავშვები, ნივთებიც უფრო ძვირიანია. ბავშვს მიუყრიან, თვითონ იცვამენ, ყველანაირი ძვირი-ფასია. აღარც სითბოა ევრო რემონტში, არც სიყვარული ამდენ ბიჭბუჭში, ყველანაირი შოკი დონეა. ხმა დაირხა, რომ ჩვენ გადავრჩებით, გამდიდრებაში სული მკვდარია. მერე იწყებენ წუწუნს ხვადები, ეს რანაირი დღე და ღარია, ყველგან რატომ წვიმს, დილა არ დგება, ყველაფერი ბნელს შეუჭამია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ქ-ნო მანანა, გილოცავთ დამდეგს!! თქვენი ხმა არ მესმის, ემოციებს კი ვხედავ!! ქ-ნო მანანა, გილოცავთ დამდეგს!! თქვენი ხმა არ მესმის, ემოციებს კი ვხედავ!!
2. წელს მართლა უკეთესია ჩემი ნაძვის ხე, მაგრამ მუხა, არ უნდა დაგვაბრმავოს დღესასწაულებმა, ფართოდ გავახილოთ თვალი!! :) ... არ მიყვარს ახალი წელი, მაგრამ მაინც!! წელს მართლა უკეთესია ჩემი ნაძვის ხე, მაგრამ მუხა, არ უნდა დაგვაბრმავოს დღესასწაულებმა, ფართოდ გავახილოთ თვალი!! :) ... არ მიყვარს ახალი წელი, მაგრამ მაინც!!
1. წვიმასაც უხარია, რომ წვიმს, მერე მოვა თოვლი , ახალი წელი, სიმღერები, ლექსები,ჩურჩხელები, გოზინაყი და სიხარულები. წვიმასაც უხარია, რომ წვიმს, მერე მოვა თოვლი , ახალი წელი, სიმღერები, ლექსები,ჩურჩხელები, გოზინაყი და სიხარულები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|