ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2023


თოვლიანი შემასმენელი (ძველი ახალი წლებიდან)

მახსოვს მაშინაც ასე თოვდა დეკემბრობისას,
სველი წვეთებით; აწუწებდი ღუმელზე გუნდას.
თოვლი ხელებში მიდნებოდა. იმ გუნდას გაჰყვა,
თოვლიანი შემასმენლის მოულოდნელად.
მერხები დარჩა ისეთივე, ჩვენი ლოყები,
გრძნობის სილაქით შეწითლებულ ყურებს იმოწმებს.
როცა გაავდრდა, გათოვდა და აღარ გათენდა,
სევდამ შემიპყრო, უნაპიროს ვგავდი მდინარეს.
კალაპოტი რომ მოგეყინა ნაპირს მომადექ,
გსურდა, თევზები დაგეჭირა მარტივად, ხარბად,
შენი გული კი გაყინული, მაინც ვერ გალღვა,
ახლა გვიანი შემოდგომა ფესვებს გიყინავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები