ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
27 დეკემბერი, 2023


George Gordon Byron - The harp the Monarch Minstrel swept

ჯორჯ გორდონ ბაირონი - დავითის ქნარი

I

ქნარი, რომელზეც დაუკრავდა მეფე-მღერალი,
მირონცხებული და მორჭმული, უფლის სადარი,
გულის გულიდან წამოსული ჰანგთა ჩქერალით
სულთა მაკურთხი ჟღერადობის, ახლა წამხდარი
და მომტირალი დაყურსულა - სიმებდამწყდარი!

დარბილდებოდა ყურისგდებით გული რკინისაც,
აღივსებოდა სათნოებით მხნე, თუ საპყარი,
თავს დაიხსნიდა მომწუხარე სული სპლინისგან,
შვებას პოვებდა ნარნარ ჰანგით მიუსაფარი,
ქნარმა გავლენით გადასძალა მეფის საყდარი.

II

მოგვიყვებოდა მეფეთ-მეფის ნაქმნარს სამართლით,
ღმერთს შეასხამდა სათანადო ხოტბა-დიდებას,
აღივსებოდა ჟრიამულით ვაკე, ტრამალი,
მთა ირყეოდა და კედარი ქედს მოიდრეკდა,
ჰანგი ზეცისკენ ისწრაფვოდა დასამკვიდრებლად!

აღარ გაისმის ღვთაებრივი გახმიანება;
სიყვარულით და ერთგულებით, როცა გამგონი
სული განცხრომის მწვერვალებზე აღიყვანება,
დაატკბობს ჰანგი მეფსალმუნის გამონაგონი
და ვერ აღმოფხვრის დღის ნათელიც სიზმრად გაგონილს.

27 დეკემბერი, 2023 წ.


George Gordon Byron -  The harp the Monarch Minstrel swept

I
The harp the Monarch Minstrel swept,
  The King of men, the lov'd of Heav'n,
Which Music hallowed while she wept
  O'er tones her heart of hearts had giv'n,
  Redoubled be her tears, its chords are riv'n!
It soften'd men of iron mould,
  It gave them virtues not their own;
No ear so dull, no soul so cold,
  That felt not—fired not to the tone,
  Till David's lyre grew mightier than his throne!

    II
It told the triumphs of our King—
  It wafted glory to our God—
It made our gladdened vallies ring—
  The cedars bow —the mountains nod—
Its sound aspired to Heaven and there abode!

Since then—though heard on earth no more—
  Devotion and her daughter Love
Still bid the bursting spirit soar
  To sounds that seem as from above
In dreams that day's broad light can not remove.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები