 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 15 იანვარი, 2024 |
#ლექსები
ამ ლექსზე ისინი ნუ მოცდებიან, ვისაც კლასიკა არ უყვარს
ნინო დარბაისელი
პიუპიტრები
(ჯანკარლო გუერერას)
ჩვენი ორკესტრი ამ დღეს მოესწრო, ბოლო კონცერტი! ერთადერთი! მიდის მაესტრო!
დღეს არ ველოდი, გახმა ნინოვო, გული მეწვება, მეტირება რახმანინოვო!
წავა მაესტრო და ეს ორკესტრიც უცებ გაქრება, ამ ვირტუოზთა დაიშლება ერთობა, კრება. ისმის კუბოდან თავახდილიდან მეორეს მძიმე დასაწყისი, როიალში ვარ ჩაგდებული და ბელტები თავზე მეყრება.
მიდის მაესტრო, და აქედან ყველა გაჰყვება! ახალს კი აღარ დასჭირდება მათი გაშვება. ვიოლინონი და ვიოლანი ესე ყველანი - იქცევიან შავ-შავ შაშვებად, საკუთარ ხემზე, როგორც დენის გაბმულ მავთულზე ჩამოსხდებიან; ვიდრე შორს წავლენ, დაუთხოვრად კდემამოსილებს პიუპიტრიდან წამოკრეფილი ნოტებისგან თოლიასავით თეთრ ქუდებს უცებ დაუკეცავენ, დაახურავენ, მოწყალების დად დატოვებენ. ჩასაბერები - ბასუნები, ტრომბონამდე - პინგვინებად გადაქცეულნი ანტარქტიდას მიაშურებენ…
შავ ტანზე თეთრი გულისპირი შავ ტანზე თეთრი გულისპირი, მე რატომ ვტირი? მერცხლადქცეულნი შაშვებს მისდევენ დანარჩენი სიმებიანნი, ოღონდ კონტრაბასს დიდ დრამთან ერთად დათვის ბუნაგი ეგულება ახლობელ ტყეში, ერთად მხარდამხარ მიძუნძულებენ, არფა კი , არფა ზღვისთვალა და ოქროსთმიანი, იქ დაბრუნდება, საიდანაც ამოიყვანეს და ძველებურად პოსეიდონს დაემონება, ასეთია მეფეთა ნება.
პიუპიტრები, ცარიელი პიუპიტრები, აღარ გვექნება ჰენდელის დროს, “მესაიას”დროს აღარც გუნდი, აღარც ტიტრები!
ასეთია ბედი და ეს დრო. ჟამი, საავდრო… დიდი, სამეფო პინგვინია ჩვენი მაესტრო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! საშინელი უმწეობის განცდა მაქვს. აღარ უნდა ამ ადამიანს მუშაობა ნეშვილ სიმფონიში. კონცერტამდე - ლექციას გვიტარებს ცალკე, კონცერტის მერე დისკუსია გვაქვს . ჩცენც დავღალეთ, ეტყობა! მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია, ევროპაში ბევრგან იყო მიწვეული დირიჟორი. ახლა მგონი პარიზის თუ პრაღის სიმფონიურის მთავარ დირიჟორად გადადისო… მადლობა მუხა! საშინელი უმწეობის განცდა მაქვს. აღარ უნდა ამ ადამიანს მუშაობა ნეშვილ სიმფონიში. კონცერტამდე - ლექციას გვიტარებს ცალკე, კონცერტის მერე დისკუსია გვაქვს . ჩცენც დავღალეთ, ეტყობა! მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია, ევროპაში ბევრგან იყო მიწვეული დირიჟორი. ახლა მგონი პარიზის თუ პრაღის სიმფონიურის მთავარ დირიჟორად გადადისო…
1. მე ვიოლინო და ალტი მიყვარ "მეტირება რახმანინოვო", მომეწონა. მე ვიოლინო და ალტი მიყვარ "მეტირება რახმანინოვო", მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|