ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
31 იანვარი, 2024


დიალექტი და იდიოლექტი

#ოპუსები

ნინო დარბაისელი

დიალექტი და იდიოლექტი

არსებობს ერთი პოეტი, დევი დედაბრიშვილი, ფეისბუქზე პოპულარული. ფსევდონიმი უნდა იყოს ეს მისი. ვინაა, არ ვიცი, არც ჩავჯდომივარ, რისთვისაც თვალი მომიკრავს, მგონი მომწონებია.
ერთმა მეგობარმა მკითხა პირადში, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ რაკი დედაბეიშვილი რაღაც ხელოვნურ ენაზე  - ფშაურ- ხევსურ- თუშურ ენაზე წერს, დიალექტები რომ გაქრება, ენათმეცნიერები შეცდომაში შევლენ, მისი პოეზია დიალექტთა ჩვენებაში რომ გამოიყენონო.

  მე ასე ვუპასუხე.
იმედი მაქვს,  ბატონი თემურ გვანცელაძე გამოჩნდება და შემისწორებს თუ რამე მეშლება.

ნინო დარბაისელი

ვერ დაგეთანხმებით.
პოეტებს აქვთ თავისი იდიოლექტები. მისი ოდიოლექტი - ასეთია და არა სხვაგვარი.

თქვენს ლოგიკას რომ გავყვეთ, რა ვუყოთ, მაგალითად ველიმირ ხლებნიკოვს და მის მეგობართა ჯგუფს, რომელიც საერთოდ, “თავის ენას” ქმნიდა.

პოეტის ენის, მისი იდიოლექტის  გამოყენება რომელიმე დიალექტის ენათმეცნიერული შესწავლისათვის - სათუო და საფრთხილო საქმეა,
წინასწარვე მარცხისთვის განწირული.
ეს ენათმეცნიერებმა კარგად იციან.
    ცალკე გამოსაყოფია შემთხვევები, როცა რომელიმე პოეტი  იმ დიალექტით არის დამკვიდრებული ლიტერატურაში, რომელსაც მიეკუთვნება (გავიხსენოთ ვაჟა და აკაკის ,,ენას გიწუნებ, ფშაველო”)
    პოეტური ენა -  თავის უკეთეს  გამოვლინებაში -  ეს არის ხელოვნებითად, ინდივიდუალურად  დე-ფორმირებული ენა(!!!)
  (მარტივად - გადახვევაა  ლიტ. ენიდან და ჩვეულებრივი მეტყველებიდან).
ამისგან სრულიად განსხვავებით, რომელიმე დიალექტი, ვიდრე ცოცხლობს და ენა იკვებება მისით და  არა  დღევანდელი ტელევიზიისა და მასმედიის ცუდი ენით, როგორც ,,ფასტფუდით”,  - ენის მასაზრდოებელი წყაროა.

ანუ ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ  სალიტერატურო ენის მიმართ დიალექტი - პირველეულია, პოეტური ენა კი  - მეორეული, თუმცა ბედნიერ შემთხვევებში საუკეთესო.

აქ მინდა დავაზუსტო ერთი მომენტიც.
ინგლისურ ენას აქვს ბევრი დიალექტი, რომელიც სალიტერატურო ენის ნიადაგზე შეიქმნა,  ანუ მეორეულია . მაგალითად  აშშ- ში, ბენგალიაში, სხვაგან და სხვაგან, დაპყრობითი ომების შედეგად.  რაკი ეს ომები ადრე საუკუნეებში მიმდინარეობდა, ასეთ ენებში სხვადასხვა ფენები გამოიყოფა.
    ზედა ფენაზე - გავლენას ახდენს გლობალიზაცია და ასევე მასმედიაში მიმდინარე პროცესები.

თუმცა ეს უკვე წმინდად ენათმეცნიერების სფეროა და საკითხი ამაზე მეტად არც მესმის,  არც მომეთხოვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები