 | ავტორი: imedi ჟანრი: პოეზია 25 მარტი, 2009 |
ტყის შესასვლელში დგას დიდი მუხა, ფესვებძლიერი- გულგაპობილი ღმერთს რომ ავედრებს ჯვარცმულ ქვეყანას. ჩემი სიცოცხლეც სევდიანი და სულმაგარი განწირულის ხმით რომ უმღერის ახლო მეგობარს! შენ არ იფიქრო ბრძენო მუხავ, გულგადაშლილო, აჩრდილი ჩემი თუკი ოდესმე წაიშლება, დაიფერფლება, მაინც დარჩება წმინდა სულის გამოძახილი კრძალვით უხმობდეს საუკუნო ძმას და მეგობარს! და თუ შეგკადრე მწარე სიტყვა-გავკადნიერდი- შენ არ იფიქრო ავი ზრახვანი რომ თანა მსდევდეს. ღმერთად დაგსახე განაწამებმა და არ იფიქრო აუგი ჩემზე. კეთილო მუხავ, ამწვანებულო,ფოთლებშრიალა, ბუჩქს ნუ ჩაუქრობ სიამაყის მცირე ნაპერწკალს! გამოძალვაში ნუ ჩაუთვლი წმინდად ნაფიქრალს და შენც ილოცე - როგორც მე ვლოცავ სიკეთის მთესველს! არ შეგეშინდეს თითქოს ბუჩქი მახეს გიგებდეს! ღმერთო, ძლიერო, მე მაპატიე ეს შეგონება! გემუდარები სვებედნიერო-იქნებ მაკმარო გულთშეღონება. და თუ სანთელი კიდევ დაგრჩა შენ სახატეში, აანთე იგი ჩვენი მუხისთვის, იცოცხლოს- დიდხანს ჩვენდა მფარველად! კვლავ მოსაძებნი რომ არ გაუხდეს ღვთის ნაბოძები, რომ მყარად იდგეს მძლავრი ფესვებით ერთს ნიადაგზედ. დიდი გონების, ნათლი აზრის გაშლა შეეძლოს აბიბინებულ დიდს იალაღზედ! მე რომ მწამს შენი ლამაზო მუხავ, ნათელმხილველო, სავალ ბილიკზე იქნებ დაგიგონ შენ მარმარილო! იმასაც ვფიქრობ-ჩემი გულის წრფელი ძახილი, იქნებ გამოდგეს ტანჯულ სულში ბასრი მახვილი. ოჰ, მაპატიე ბრძენო მუხავ ეს შეგონება! რამეთუ ტანჯულს სიმშვიდე სულის მე მენატრება. შენ არ გეგონოს- ვითხოვდე რამეს! ღმერთს ვევედრები,რომ ბრძენი მუხა ამაყად იდგეს ყოველ სიცმარეს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. 55555555555 55555555555
9. ბუჩქს ნუ ჩაუქრობ სიამაყის მცირე ნაპერწკალს!
ღმერთმა ნუ მოგიშალოს ბუჩქს ნუ ჩაუქრობ სიამაყის მცირე ნაპერწკალს!
ღმერთმა ნუ მოგიშალოს
7. იქნებ გამოდგეს ტანჯულ სულში ბასრი მახვილი ძალიან კარგია...5 იქნებ გამოდგეს ტანჯულ სულში ბასრი მახვილი ძალიან კარგია...5
6. ოდნავ სტილია მოძველებული , მე ასე ვფიქრობ, წარმატებებს გისურვებ ოდნავ სტილია მოძველებული , მე ასე ვფიქრობ, წარმატებებს გისურვებ
5. ...ჯერ სევდა მომგვარა, მერე იმედმაც გაიელვა... თითქოს. ...ჯერ სევდა მომგვარა, მერე იმედმაც გაიელვა... თითქოს.
4. გულიანია... გულიანია...
3. მიყვარს ბუნება ..........მართლა მომეწონა ძალიან ..... მიყვარს ბუნება ..........მართლა მომეწონა ძალიან .....
2. ეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი? ეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი?
1. სასიამოვნო.... სასიამოვნო....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|