ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2009


ცხრა აპრილი

ეს ლექსი იმ ავადმოსაგონარ დროს ჩაისახა.
გულის ტკივილი, საშინელი განცდა იყო მაშინ ყველა ქართველის გულში.
ტიროდა საქართველო.  ცოტათი მიყუჩდა ტკივილი და ისევ საშინელების მოლოდინი!?
გონს მოდით ხალხო!!!

................................................................

მომიტევეთ, მაგრამ სხვაგვარად არ "ძალმიძს".

............................................................
ცრემლად იღვრება საქართველო,
ძაძა ჩაუცვამს თბილისს!
ვეღარ ვიხილავთ აღტაცებული
ქართველი კაცის ღიმილს.
ვინ გააქვავა გული- ქართული?
ვინ ჩაგვინერგა ზიზღი?
როდის დაინგრა ნავთსაყუდელი-
გადაგვეფარა ბინდი?
ქართველი ერის მომავალს-
შვილებს ვინღა გაუქრობს ცრემლებს?
საუკუნენიც ვეღარ განკურნავს
ქართველთა დაჭრილ გულებს!
ჩვენ წინაპართა ძახილი გვესმის-
გვსაყვედურობენ ძლიერ.
არ გვპატიობენ მუჭა ქართველთა
სისხლით შემოსილ შვილებს!
ჩვენ საქართველოს სუნთქვა მოგვიხმობს-
ქართველი დედის გული!
გონს მოეგეთო, შვილნო ქართველთა!
სისხლით ნუ მორწყავთ თბილისს!
გონიერება ქართველი კაცის-
მსოფლიოს ხალხებს ესმის.
სისხლით დაცილი ქართველის
გული-გამოადგება თბილისს??

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები