ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: kanario
ჟანრი: პროზა
15 მარტი, 2009


მე ვარ სავსე მარტის წვიმით და სიხარულით

    ტკბილსიროფდაპკურებული ტორტივით დღეა... მსუბუქი და სასიამოვნოდ სველი... ზუსტად ასეთ ამინდში მიყვარს ხოლმე გადაღეღილი პერანგის ჩაცმა და სახლიდან ბებოს ჩუმად გაპარვა... გრილი ნიავი, ყელზე რომ მეჯახება, მეტ თავისუფლებას მაგრძნობინებს...
    ასეთი დღეა დღესაც... ღია ვარდისფერი, თეთრს რომ შერევია, ისეთი. ოდნავ ატალახებულ ბილიკზე პატარა ფეხსაცმლის დაფეხურებია... ვცდილობ, მას მივყვე და დავაბიჯო... ახლო-ახლოა, სასაცილოდ მატარებს...  მერე მომბეზრდა... ავტობუსი დავინახე და ნაბიჯს ავუჩქარე... ავედი... შეუძლებელი იყო, მარტო მე მეგრძნო დილის სიმსუბუქე, ღრმად რომ ჩაისუნთქავ და რომ არ გყოფნის, ისეთი... სახეები მოღუშოდათ... ისევ იატაკს დავაშტერდი... გაჩერებაზე კონტროლიორები ამოვიდნენ, გოგო და ბიჭი...
    -მე მოსწავლე ვარ - მეთქი, გავუღიმე.
    -მივხვდი, საყვარელოოო. - მითხრა გოგომ.
    ვერ გავიგე, უნდა გამხარებოდა თუ არა.
    დღემ ისე გაიარა, ვერც ვიგრძენი. საღამოს ნიავი ისე აღარ მსიამოვნებდა.
    ცოტა შემცივდა კიდეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები