ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2024


ვალის დაბრუნება

ყოველთვის ვფლობდი პატარა მიწას,
ვეფერებოდი
და მახარებდა აღმონაცენი.

ნეტავი მეც თუ გავახარებ,
როცა ერთხელაც,
ბევრად უფრო პატარა მიწა,
თავად გახდება ჩემი მფლობელი?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს